ავეჯი „კარანტინული ზაფხულისათვის“

მსოფლიომ დიდი და სწრაფი ცვლილებები განიცადა... 2020 წლის თითქმის ნახევარი უკვე გასულია და ზაფხულიც კარს მოგვადგა. ალბათ, ბევრი თქვენგანი სანაპიროზე დასვენებას, მეგობრებთან ერთად ღამეების გატარებასა და ზაფხულით ბოლომდე სიამოვნებას აპირებდა. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო, ამ თბილ და სიცოცხლით სავსე სეზონსაც, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი სახლებში გავატარებთ. სანამ იმედგაცრუებისგან მოიწყენდეთ, შეგახსენებთ, რომ ზაფხულში შინ ყოფნა, არც ისეთი მოსაბეზრებელი შეიძლება იყოს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენი აივნის, ტერასის, შიდა ან გარე ეზოს მოწყობა ამ სიტუაციიდან მსუბუქად გამოსვლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. გთავაზობთ ავეჯს, რომელიც დაგეხმარებათ ჩვენთვის უჩვეულო ზაფხულის გადაგორებაში.

სხვადასხვა ფორმის, მსუბუქი, ადვილად გადასაადგილებელი, ღრმა, ჩაზნექილი სკამები და რბილი, გრძელი „შეზლონგები“ კარანტინული ზაფხულის დროს, თქვენი სახლის ახალ, საყვარელ ადგილად იქცევა და  წიგნების საკითხავად კომფორტულ გარემოს შეგიქმნით. მათი გამოყენება მოსახერხებელია როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებშიც. თუ თქვენ გაქვთ დიდი ტერასა ან ეზო და ფიქრობთ, რომ გჭირდებათ სასადილო მაგიდებისა და სკამების ახალი ნაკრები, ქვემოთ ნაჩვენები სხვადასხვა სტილის ავეჯი და მრავალფეროვანი დეკორაციები იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.










ავტორი : ამუკა ქორიძე