Hammock Magaizne x TBC Concept - კვირის არტ-კალენდარი

Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად წარმოგიდგენთ იმ გამოფენების და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებსაც მიმდინარე კვირაში შეგიძლიათ დაესწროთ.

Project ArtBeat - Unnamed 2020



7 აგვისტოდან გალერეა  Project ArtBeat დამთვალიერებელს თამო ჯუღელის პერსონალურ გამოფენას - Unnamed 2020-ს მასპინლობს. თბილისში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვარი ფორმებისა და ფიგურების სივრცეებად გარდაქმნას წარმოგვიდგენს. მის ნამუშევრებთან ყველაზე ახლოს ელენ სიქსუს კონცეპტი - L’écriture feminine-ია, თუმცა ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებაში ვერბალიზაცია ზედმეტია, ეს გამოფენის სათაურიდანაც ჩანს.

თამო ჯუღელის გამოფენის დათვალიერება პ. ინგოროყვას 14 ნომერში  20 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

E.A Shared Space - „სამი, ოთხი ხე“ ანუ სამოთხე



გალერეა E.A Shared Space-ში 12 სექტემბერს გამოფენა „სამი, ოთხი ხე“ იხსნება, რომელშიც ლიზა გუჩერი, ჯესი დარლინგი, სალომე დუმბაძე, სოფიო მედოი და დევიდ ჰორვიცი მონაწილეობენ.  ჯგუფური გამოფენა კითხვებს სვამს სამოთხის იდეისა და უცნობი მომავლის წარმოშობის შესახებ.

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გამოფენა 26  სექტემბრის ჩათვლით იხილოს.


Window Project - LOW LOWS TO HIGH HIGHS 



გალერეა Window Project წარმოგვიდგენს ჯგუფურ გამოფენას, რომლის კურატორიც დომენიკო დე კირიკოა. გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ანანო ჯანაშია, ანდრო სემეიკო, ალექსეი დუბინსკი, გიორგი გელაძე, ლევან ჭელიძე, რუსუდან ხიზანიშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ვატო ბაქრაძე. გამოფენის სახელწოდება LOW LOWS TO HIGH HIGHS აღნიშნავს  ზემოთ და ქვემოთ მყოფთა ტოლობას (ჰერმეტული ფილოსოფიის საფუძველი). გამოფენა, ისევე როგორც ხელოვანები, ამ სტრუქტურას მისდევს. ზემოთ ხსენებული ხელოვანების ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია 25 აგვისტომდე.


Maudi - “ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს”



გიორგი შალიკაშვილის სოლო გამოფენა “ღმერთები თვალს უკრავენ ღმერთებს”, რომლის კურატორიც ხათუნა ხაბულიანია, Maudi-ში 22 სექტემბრამდე გრძელდება.
ეს გამოფენა იმ საზოგადოებისთვისაა, რომელსაც თავად სურს გახდეს თანამონაწილე და მიიღოს განსაკუთრებული გამოცდილება გალერეაში მისვლისთანავე. 

ეკოლოგიის ნიმუშები / ცხოველური ფანტაზია



“პატარა გალერეაში” 12 სექტემბერს  კომპოზიტორის, კინორეჟისორის, კურატორის და მხატვრის, თეოდორ ნიმარკის გამოფენა გაიმართება. ნამუშევრების მთავარი თემაა ის ეტაპები, რომლებსაც ადამიანები და ბუნება ერთად გადიან. ავტორი ამ ეტაპებს სამ ნაწილად ყოფს და მათ სახელებსაც არქმევს: პირველყოფილი, თვალწარმტაცი და მეტამორფული. ამ საინტერესო გამოფენის ნახვა საღამოს 7 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ანა რ. ჯაფარიძე - მე-14 სართულის მოგონებები


12-13 და 19-20 სექტემბერს ორბელიანის მოედანზე მდებარე ArtBeat-ის გალერეა ბრიტანელ-ქართველი არტისტის გამოფენას გამართავს, რომელიც კარანტინის თემას ეხება და ასახავს ორ რეალობას, ფანჯრიდან დანახულს და მის მიღმა არსებულს.

Ciskari Garden: RØDHÅD, ATEQ



Ciskari Garden-ის პლატფორმა 11 სექტემბერს  თანამედროვე საკლუბო სივრცის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურის, RØDHÅD-ს ლაივს გვთავაზობს, მასთან ერთად ასევე დაუკრავს Giegling და ასევე  ATEQ, რომელიც მუდმივად ცდილობს პლატფორმა გამორჩეული და საინტერესო გახადოს.

 

TKESHI  


11 სექტემბერს მსმენელს ურბანული ყოველდღიურობისაგან მოშორებით მუსიკის მოსმენისა და ცეკვის საშუალება Tkeshi-ს ღონისძიებაზე დასწრებით მიეცემა. მუსიკოსების სია, რომლებიც თქვენ წინაშე წარდგებიან, ასე გამოიყურება:
Kraumur, Natalie Beridze (live), Nikakoi (live), Cobert (live), Kancheli b2b Ndrx, Tbili orgia

 

Soundspring 2020



11 და 12 სექტემბერს მუსიკალური ფესტივალი მსმენელის წინაშე ახალი ადგილმდებარეობითა და ფორმით წარდგება. Soundspring 2020  სოფელ ყოროლისთავში გაიმართება. რაც შეეხება მუსიკოსებს, ფესტივალში მონაწილეობენ მხოლოდ ქართველი არტისტები: ანი ზაქარეიშვილი, რეზო ღლონტი, Tete Noise, ბაკურ მეტრეველი, ანუშკა ჩხეიძე, ნატალია ბერიძე, ირაკლი შონია და სანდრო კოზმანიშვილი, ასევე დავიდ დათუნაშვილი და ირაკლი აბრამიშვილი.


Tsinandali Festival 2020



წინანდლის მამული 17-20 სექტემბერს ღია ცის ქვეშ ცნობილი და საყვარელი მუსიკოსების - მართა აგერიხის, ლიზა ბათიაშვილის, ნელსონ გოერნერის, ალექსანდრე კანტოროვის, დანიელ ლოზაკოვიჩის, ჯიანანდრეა ნოსედას, ნიკოლოზ რაჭველის, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ასევე სუხიშვილების მონაწილეობით კონცერტებს გამართავს. TBC Concepti-ის მომხმარებლები  შეძლებენ 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ ნებისმიერი ტიპის ბილეთზე.

CinéDOC-Tbilisi კინოჩვენება - სიყვარულის გაკვეთილები



CinéDOC-Tbilisi  10 სექტემბერს გვთავაზობს პოლონელი რეჟისორების,  მალგორჟატა გოლიშევსკას და კატარჟინა მატეიას ფილმს - “სიყვარულის გაკვეთილები”. ფილმი ასახავს ქალის ცხოვრებას, რომელიც 6 შვილის დედა და მოძალადე კაცის ცოლია. “სიყვარულის გაკვეთილები” HBO Europe-ის პროდუქციაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ზე.





ავტორი : ირინე შავლაძე