Hammock Magazine x TBC Status - ნათია ბუკიას რეკომენდაციები ონლაინ გამოფენების შესახებ

მას შემდეგ, რაც  ხელოვნების ნიმუშების ნახვა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, მათი  ვირტუალურად დათვალიერების მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გალერეებიც და ხელოვნების სხვადასხვა ინსტიტუციებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ  სხვადასხვა ფორმით გახადონ ხელოვნება ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში.  რაც კარანტინი გამოცხადდა და ყველა აქტივობა, რომელიც გალერეას ჰქონდა დაგეგმილი, გაუქმდა, პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი მოთხოვნილება  ხელოვნებასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი და შესაბამისად, ყველა რესურსს ვიყენებ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილება დავიკმაყოფილო, იქნება ეს დოკუმენტური ფილმები ხელოვანებაზე, მათთან ინტერვიუები, თუ ვიდეოარტის ყურება და სხვადასხვა გალერეების ონლაინ “ვიუინგ რუმებში” რეალურად არსებული თუ წარმოსახვითი გამოფენების თვალიერება. აქ გაგიზიარებთ რამდენიმე გამოფენას და რესურსს, რომელიც ვთვლი, ხელოვნებასთან ფიზიკური სიახლოვის დეფიციტს ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ. დავიწყებ ქართველი ხელოვანების ნამუშევრებით, რომლებიც ვირტუალურ სამყაროშია ხელმისაწვდომი.


ანნა კ.ე.-სა და ფლორიან მაიზენბერგის კოლაბორაციული გამოფენა Electric Forest სიმონ სუბალის გალერეაში მარტის დასაწყისში გაიხსნა და გახსნიდან რამდენიმე დღეში პანდემიის გამო დაიკეტა. ახლა საშუალება გაქვთ გამოფენის 3D ვერსია ნახოთ გალერეის ვებსაიტზე, რომელიც ფიზიკური გამოფენის ძალიან კარგი ვირტუალური ვერსიაა და მე პირადად მადლობელიც კი ვარ ამ სიტუაციის, რომ ამ გამოფენის ნახვის საშუალება მომცა თუნდაც ვირტუალურად (ნიუ-იორკში მას ნამდვილად ვერ ვნახავდი). ჩემმა საყვარელმა ხელოვანებმა პატარა ვირტუალური “სათამაშოც’”კი გააკეთეს სპეციალურად ვებსაიტისთვის და ამასაც გამოფენასთან ერთად ნახავთ.

ასევე შესაძლებელია ვირტუალურ სივრცეში ანნა კ.ე.-ს განუხორციელებელი სოლო გამოფენის "ბარბარა თამში" ნახვა, რომელიც მის ბერლინის გალერეაში, ბერლინის გალერეების ვიქენდის დროს,  მაისის დასაწყისში უნდა გახსნილიყო და სამწუხაროდ, გაუქმდა.

 რაც შეეხება ზოგადად გალერეების არსებული გამოფენების 3D ფორმატში გადატანას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალური გახდა პანდემიის პირობებში და ბევრი გალერეა იყენებს ვებსაიტ artland.com-ის ხელსაწყოს. ამ სივრცეში ბევრი კარგი გალერეის არსებული გამოფენის ნახვა შეგიძლიათ ვირტუალურად.

მე თვითონ ყველაზე მეტად ვიდეოარტს ვეძებ ინტერნეტ სივრცეში სანახავად, რადგან ყველაზე სრულყოფილი ამ ტიპის ხელოვნების ნახვის გამოცდილებაა.


კუნსტჰალე თბილისი გვთავაზობს ორი თანამედროვე ხელოვანის ვიდეოხელოვნებას: ანდრო ერაძის All Hand Bury the Dead-სა და ბასიმ მაგდის New Acid-ს. ორივე ნამუშევარი ბუნების თემას ეხება და ჩემთვის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ასე ბუნებასთან შეხება თითქოს არასდროს დამჭირვებია. როგორც ესთეტიკა, ასევე ტემპი და თემები, რომლებსაც ნამუშევრები წამოჭრის, იდეალურად მიესადაგება იმ გრძნობებს, რომლებსაც ამ პერიოდში განვიცდი.

ასევე ანდრო ერაძის ვიდეო,  რომელიც ხელოვან ჯესი დარლინგის კურირებით 24 ერთწუთიან ვიდეოს შორის შეირჩა, ნაჩვენები იქნება საერთაშორისო მოკლე ფილმების ონლაინ ფესტივალ Oberhausen-ზე 14 მაისს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

Renuka Fernando, Filmdrawing, 2012 (7/15) of The One Minutes Series No Humans - No Animals - No Sound curated by Melvin Moti in 2016.⁠ ⁠⠀ ⁠⠀ We will publish a meditative video every day as long as we cannot enjoy art together. ⁠⠀ ⁠⠀ So you can forget yourself for a minute⁠⠀ Forget your thoughts for a minute⁠⠀ Disappear into the world for a minute⁠⠀ ⁠⠀ @kurzfilmoberhausen is joining in, publishing a healing tool everyday on their blog https://www.kurzfilmtage.de/blog-festival-2020/⁠⠀ ⁠⠀ @renfernando #renukafernando #melvinmoti #NoHumansNoAnimalsNoSound #theoneminutes #video #film #art #TheOneMinutesCollection #stayinside

A post shared by The One Minutes (@theoneminutes_) on

 
 ეს პროექტი კოლაბორაციაა ონლაინ პლატფორმასთან - The One Minutes. სანამ  ხელოვნების ნიმუშების   ფიზიკურად ნახვის შესაძლებლობა არ გაქვთ, პლატფორმის ინსტაგრამზე ყოველდღე შეგიძლიათ ერთწუთიანი ვიდეონამუშევრების ნახვა, რომლებსაც სიმბოლურად მედიტაციურ ნამუშევრებს ეძახიან. აქაც ნამუშევრები კურირებულია და თემების მიხედვით იდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

VIDEO ART ▶︎ FOR YOU Selects ➕ words by @andrecashmere Swipe ▲ in Stories to watch — 𝗝𝗼𝗿𝗱𝗮𝗻 𝗪𝗼𝗹𝗳𝘀𝗼𝗻, 𝘾𝙤𝙣 𝙇𝙚𝙘𝙝𝙚, 𝟮𝟬𝟬𝟵 This video from 2009 features some really simple but iconic visual + thematic elements that have also played out in brilliant ways in later @JordanMatthewWolfson works. His own voice is present, directing the actors’ intonation + affectation, effectively editing the texture + meaning of both the image + the text. 𝗖𝗵𝗿𝗶𝘀𝘁𝗼𝗽𝗵𝗲𝗿 𝗞𝘂𝗹𝗲𝗻𝗱𝗿𝗮𝗻 𝗧𝗵𝗼𝗺𝗮𝘀, 𝘽𝙚𝙞𝙣𝙜 𝙃𝙪𝙢𝙖𝙣, 𝟮𝟬𝟭𝟵 𝗶𝗻 𝗰𝗼𝗹𝗹𝗮𝗯𝗼𝗿𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝘄/ 𝗔𝗻𝗻𝗶𝗸𝗮 𝗞𝘂𝗵𝗹𝗺𝗮𝗻𝗻 I saw this work at Schinkel Pavillon last winter. Examining the 2009 annihilation of the Tamil homeland of Eelam by the Sri Lankan Army, the powerful narrative is interwoven with synthesized characters (generated using artificial intelligence technologies)+ pointed references to contemporary art. It’s a super layered work, both cautionary + utopic. 𝗠𝗶𝗸𝗮 𝗥𝗼𝘁𝘁𝗲𝗻𝗯𝗲𝗿𝗴, 𝙁𝙧𝙞𝙚𝙙 𝙎𝙬𝙚𝙖𝙩, 𝟮𝟬𝟬𝟴 A short video, but with all of Mika’s signature alchemical language combining the politics of the body, labor + the transformative possibilities of production. It was shot in one of those kitschy love hotels in the Poconos + the cast of characters is pure magic. 𝗝𝗮𝗰𝗼𝗹𝗯𝘆 𝗦𝗮𝘁𝘁𝗲𝗿𝘄𝗵𝗶𝘁𝗲, 𝘽𝙡𝙚𝙨𝙨𝙚𝙙 𝘼𝙫𝙚𝙣𝙪𝙚, 𝟮𝟬𝟭𝟴 I love the sense of community + collaboration in @jacolbysatt’s work: the video has this radical formal structure that feels like a psychedelic Roman colosseum, or Bread + Circus, populated by erotically choreographed dancers, often queer friends of his—many of them artists. 𝗥𝘆𝗮𝗻 𝗧𝗿𝗲𝗰𝗮𝗿𝘁𝗶𝗻, 𝙄-𝘽𝙚 𝘼𝙧𝙚𝙖, 𝟮𝟬𝟬𝟳 Hoping to connect with my screen in a more meaningful way, I rewatched one of my favorite @RyanTrecartin works: ‘I-Be Area’, the inspiration for this list. The feature-length script is like a poem, character + identity are fluid; narrative is layered + often non-linear. An incredibly prescient + influential work. An essential deep dive! 𝗪𝗼𝗻𝗴 𝗣𝗶𝗻𝗴, 𝙅𝙪𝙣𝙜𝙡𝙚 𝙤𝙛 𝘿𝙚𝙨𝙞𝙧𝙚, 𝟮𝟬𝟭𝟲 I saw this work for the first time in 2018 at the gallery @MagicianSpace in Beijing’s 798 art district. @nowhynowhy’s animation is hyper-saturated and the story is twisted. There’s also a palpable sense of shared humanity, even in our feelings of shame, repression + impotence.

A post shared by David Zwirner (@davidzwirner) on


გალერეა “დავიდ ზვირნერმა” რამდენიმე სივრცე შექმნა ხელოვნების ვირტუალურად სანახავად. გარდა თავისი გემოფენების ონლაინ “ვიუინგ რუმებისა”, მასაც აქვს ვიდეოხელოვნების განყოფილება გალერეის ინსტაგრამზე
, სადაც ბოლოს ხელოვან ჯორდან ვოლფსონის 2009 წლის ვიდეო - Con Leche გაზიარდა, რომელიც ბევრ აქტუალურ თემას აერთიანებს, როგორებიცაა იდენტობა, ტექნოლოგია, მეხსიერება და სიკვდილი. ტექსტები, რომლებიც ვიდეოშია, ინტერნეტიდან არის ამოკრებილი და ამ პერიოდში, როდესაც ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა და ურთიერთობებიც კი ამ სივრციდან მოდის, მათი მოსმენა კიდევ მეტად გვაფიქრებს ჩვენს დღევანდელობაზე.

ეს პლატფორმა, სადაც ვიდეოა განთავსებული (http://ubu.com),  მეც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი ხელოვანის დამსახურებით და უამრავ ძალიან საინტერესო მასალას  გვთავაზობს, ამიტომ გირჩევთ კარგად ნახოთ. აქ დევს ბევრი სხვა კარგი ვიდეოხელოვნებაც. 

 ასევე ახალი ტენდენციაა, რომ დიდი გალერეები უქმნიან ონლაინ სივრცეს დამწყებ გალერეებს მათზე მეტი წვდომისთვის. დევიდ ზვირნერის გალერეამ გააკეთა პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქალაქის ნარჩევ, უფრო დამწყებ გალერეებს აძლევს ადგილს ერთარტისტიანი ონლაინ შოუებისთვის და რომლის უკვე მესამე გამოცემა ლოს-ანჯელესის გალერეებს აერთიანებს. გალერეების ძალიან კარგი სელექციაა და ნამდვილად ღირს ნახვად.

რა თქმა უნდა, დღეს ვირტუალურ სივრცეში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო გამოფენის და ხელოვნების ნახვის შესაძლებლობაა. ვიცით, რომ ბევრმა მუზეუმმა თავიანთი კოლექციები ვირტუალურად ხელმისაწვდომი გახადა. მე აქ მხოლოდ ის გამოფენები, ნამუშევრები და ონლაინ პლატფორმები ჩამოვთვალე, რომლებიც ამ ბოლო დროს ვნახე ან რომელთა ნახვასაც ახლო მომავალში ვგეგმავ. იმედი მაქვს, თქვენთვისაც ისეთი საინტერესო და ინსპირაციული იქნება მათი ნახვა, როგორიც ჩემთვის იყო.




ავტორი : ნათია ბუკია