Rosemarie Trockel-ის პერსონალური გამოფენა თბილისში

გალერეა Window Project საქართველოს გოეთეს  და უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტებთან ერთად როზმარი ტროკელის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. 




როზმარი ტროკელის გამოფენა,  რომელიც ზიგმარ პოლკეს, გეორგ ბაზელიცის და გერჰარდ რიჰტერის მონოგრაფიულ გამოფენათა რიგის გაგრძელებას წარმოადგენს,   თბილისში 17 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიხსნება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის შემოქმედებას Window Project გალერეაში.




Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, დახურულ სივრცეში 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. შესაბამისად, გამოფ
ენა მთელი დღის განმავლობაში, 21:00 საათამდე გაგრძელდება.



როზმარი ტროკელი თანამედროვე გერმანელი კონცეპტუალისტი მხატვარია,  რომლის ნამუშევრებიც ეწინააღმდეგება ქალურობის, კულტურისა და არტისტიზმის ტრადიციულ აღქმას, აპროტესტებს მამაკაცთა გაბატონებულ პოზიციას სახელოვნებო სივრცეში, რაც იმ პერიოდში, როცა როზმარიმ აქტიური საქმიანობა დაიწყო, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ტროკელი თავდაუზოგავად მუშაობს ხელოვნების სფეროში და ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი არტისტია გამოხატვის ფორმების თავისებურებებით, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის მისი შემოქმედების რაიმე ჟანრობრივ თუ სტილისტურ ჩარჩოში ჩასმას. არტისტის ნამუშევრები მოიცავს ციფრულ ანაბეჭდებს, ნახატებს, კერამიკასა და  ინსტალაციებს და შლის ყოველგვარ საზღვარს, რომელსაც, ჩვეულებრივ, თავად სოციუმი აწესებს. საკუთარ შემოქმედებაში ის აქტიურად იყენებს ქალთა ყოველდღიურობიდან ნასესხებ ნივთებს, რითაც ხაზს უსვამს ქალის, როგორც თანდაყოლილი ფუნქციებისგან თავისუფალი ადამიანის არსებობას. ტროკელმა პოპულარობა პირველად 1985 წელს მოიპოვა, მას შემდეგ, რაც გამოფინა ნაქსოვი ნახატების სერია და დღემდე წარმატებულად მოღვაწეობს არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.



ავტორი : მარიამ ქურასბედიანი