დეკემბრის Shopping-რეკომენდაციები

ზამთრის პირველი თვეც დადგა. მართალია, შავმა პარასკევმა უკვე ჩაიარა, მაგრამ წინ ახალი წელია, ეს კი გარდერობის განახლებისთვის საუკეთესო დროა. 

სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ჟურნალი Hammock ტრადიციულად,  დეკემბრის Shopping-რეკომენდაციებს გთავაზობთ.


Chaos Concept Store - La Manso Ring

 

Სამკაულის ესპანურმა ბრენდმა - La Manso-მ მინიმალისტური დიზაინი ჩაანაცვლა და მოდაში 90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ფერადი მასიური სამკაული დააბრუნა. Ბელა ჰადიდისა და დუა ლიპას ფავორიტი ბრენდის აქსესუარების შეძენა Chaos Concept Store-ში შეგიძლიათ. 


Tega Akinola Patagonia Bag

 

ტეგა აკინოლა ახალგაზრდა ბრიტანელი დიზაინერია. მის შემოქმედებაში ვხვდებით გამოყენებული ტანსაცმლისა და ობიექტებისგან შექმნილ სხვადასხვა აქსესუარს. დიზაინერი ძირითად მასალად სპორტული ბრენდების - Patagonia-სა და The North Face-ის საზამთრო ზედატანებს იყენებს და მათ მოდურ ხელჩანთებად აქცევს. ვფიქრობთ, Patagonia-ს ჩანთა ზამთრის ლუქს განსაკუთრებით მოუხდება. 


Glambox

 

Glambox Facebook ჯგუფის, Glam Factory-ის დამფუძნებლის, მარიამ კვაშილავას Beauty Box-ია. Glambox იდეალური საშუალებაა სეზონის საჭირო თავის მოვლის საშუალებების აღმოსაჩენად. მრავალფეროვანი ნივთების გარდა, ყუთის მორთულობაც შთამბეჭდავია. ყველა ნახატი მარიამის მიერაა შესრულებული და სეზონის შესაბამის განწყობას გვიქმნის. დეკემბრის Glambox-ს ჯადოსნურ ნაკრებს  მოუთმენლად ველით, პროდუქტების შესახებ ინფორმაციას კი მომხმარებლები ეტაპობრივად შეიტყობენ.  


Ieri Store - Situationist Knitted Red Top

 

Ზამთრის ცივ, სუსხიან დღეებში მთავარი ამოცანა შემდეგნაირია: გვეცვას კომფორტულად და ამავდროულად, გამოვიყურებოდეთ მიმზიდველად. Ieri Store-ში თქვენ ნახავთ Situationist-ის წითელი ფერის ნაქსოვ სვიტერს, რომლის კლასიკური სილუეტი ფერთან და ფაქტურასთან იდეალურ კომბინაციას ქმნის და მას სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ნივთად აქცევს. 


Lizikodaliziko Shop - Spiral Crochet Hat

ყაისნაღით ნაქსოვი ნივთები რომ მხოლოდ საზაფხულო გარდერობის ატრიბუტი არ არის, Lizikodaliziko-მ დაგვიმტკიცა. თუ სამთო კურორტზე საინტერესო ლუქის შექმნა გსურთ, Spiral ქუდს გირჩევთ, რომელსაც განსაკუთრებულს მისი ორიგინალური ფორმა და სპირალური პატერნი ხდის. ნაქსოვი ქუდის შეძენა ბრენდის ინსტაგრამ გვერდის საშუალებით შეგიძლიათ. 


Knitted Muzaradi

 

ნაქსოვი "მუზარადი" ზამთრის სეზონისთვის გამორჩეული აქსესუარია. ჩვენ ბრენდის ღია ცისფერ ნაქსოვ მოდელს გირჩევთ, რომელიც განსაკუთრებით მოუხდება თოვლიან დღეებს.


Zeda

 

Zeda ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც თბილ "ჰუდებს", მაისურებსა და სხვადასხვა აქსესუარს აერთიანებს. ზამთარში კომფორტის შეგრძნება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გირჩევთ ბრენდის ნეიტრალური ტონალობის ბაც ყავისფერ ზედატანს, რომლის მორგება ნებისმიერ სტილზე შეგიძლიათ. კოლექციას ბრენდის ინსტაგრამ გვერდზე დაათვალიერებთ. 


Jacquemus L’écharpe

 

სულ ცოტახნის წინ ფრანგულმა ბრენდმა - Jacquemus-მა ახალი საშობაო Pink 2 კოლექცია წარადგინა. საინტერესო ნივთებს შორისაა ვარდისფერი შალის კაშნე, რომელიც აუცილებლად შეგიქმნით სადღესასწაულო განწყობას. მისი შეძენა Jacquemus.com-ზე შეგიძლიათ. 

 

 

Buyers Store - Jennifer Behr Andromeda Earring

 

წინასაახალწლო პერიოდი წვეულებების გარეშე წარმოუდგენელია. რა ლუქიც უნდა მოირგოთ საახალწლო ღონისძიებაზე, Jennifer Behr-ის სვაროვსკისთვლიანი ვარსკვლავის ფორმის საყურე წვეულების გამორჩეულ სტუმრად გაქცევთ. ბრენდის სხვა შთამბეჭდავი სამკაულის დათვალიერებას “ბაიერსის” შოურუმსა და ონლაინმაღაზიაში შეძლებთ.


Idee Fixe Black Shaker Bag

 

ქართულმა ბრენდმა Idee Fixe-მა კოლექციას შავი ფერის ტყავის Shaker Bag დაამატა. ტევადი, პრაქტიკული ჩანთა სადა დიზაინით იდეალურია როგორც საქმიანი, ასევე ყოველდღიური ჩაცმულობისთვის. 


Sense Concept Store - Vivienne Westwood Wallet

 

Sense Concept Store ქართველ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პრემიუმ ბრენდების სამოსითა და აქსესუარებით ამარაგებს. Vivienne Westwood-ის მოელვარე ვერცხლისფერი საფულე აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო საყიდლების სიაში.



ავტორი : მარიამ ქორიძე