დევიდ ლინჩი NETFLIX-ისთვის სერიალის გადაღებას 2021 წელს იწყებს

სერიალის სავარაუდო სახელი “WISTERIA” იქნება, რომლის გადაღებებიც  2021 წლის მაისში დაიწყება. ეპიზოდების ნაწილი Calvert Studios-ში ჩატარდება, სადაც Rancho Rosa-მ  Twin Peaks: The Return  გადაიღო. ახალი სერიალის რეჟისორი დევიდ ლინჩია, პროდიუსერი კი  საბრინა სუთერლანდი.

ჯერ კიდევ 2018 წელს, როცა დევიდ ლინჩი Netflix-ის ფოიეში დააფიქსირეს, უკვე ცნობილი იყო, რომ იგი Netflix–სთან ახალ პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 


როგორც ჩანს, Reddit-ის მომხმარებელმა გარკვეული სანდო წყაროებისგან ინფორმაცია მოიპოვა, რადგან მან 2020 წლის თებერვალში Wisteria-ს სამუშაო სათაური მოიხსენია და  85 მილიონი აშშ დოლარიც ახსენა, რომელიც  25 ერთსაათიანი ეპიზოდებისთვის იქნებოდა გამოყოფილი. გადაღებები ლოს-ანჯელესში იყო დაგეგმილი, რომელიც ცხადია, COVID-19-ის გამო  გადაიდო  და შესაძლოა  ფილმზე მუშაობა 2022 წლამდე არ დაიწყოს, მაგრამ სანამ უფრო მეტი დეტალი გასაჯაროვდება, მღელვარება იწყება! როგორი იქნება "wisteria"? როგორი იქნებოდა შენი საოცნებო cast?



ავტორი : ნია დვალი