Gucci-ს კოლექცია შინაური ცხოველებისთვის

Gucci Lifestyle-მა ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ ავეჯს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს აერთიანებს.  ფერადი, რეტრო სტილის კამპანია ხაზს უსვამს თითოეული ცხოველის ხასიათს და ინდივიდუალიზმს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯადოსნური აურა შემოაქვს.  

 

 

კოლექციაში შედის: საყელურები და საბელები, ტანსაცმელი, ავეჯი და სამგზავრო ჩანთები. ბრენდი იყენებს ტრადიციულ მოტივებს. საინტერესოა, რომ კოლექცია ეკომეგობრულია - თითოეული ნივთის შექმნისას მხოლოდ გადამუშავებადი მასალები და ხელოვნური ტყავია გამოყენებული. 

კოლექცია წარმოადგინეს სხვადასხვა ჯიშისა და ასაკის ძაღლებმა და კატებმა Gucci-ს აქსესუარებით. კამპანიაზე იმუშავა ნამიბიური წარმშობის გერმაელმა არტისტმა, დიზაინერმა და ფოტოგრაფმა მაქს ზიდენტოფმა.

კოლექციაში შემავალი ტანსაცმლისა და აქსესუარების შეძენა შესაძლებელია Gucci-ს ვებგვერდზე.




ავტორი: ლიზა ალფაიძე 

 

ფოტო: Gucci, Gotham Magazine, High Snobiety