"Hack my dreams / წყალს მოუყევი" - თინა სირაძის გამოფენა პატარა გალერეაში

პატარა გალერეა 29 აპრილს თინა სირაძის პირველ პერსონალურ გამოფენაზე - "Hack my dreams, წყალს მოუყევი" გეპატიჟებათ, რომლის ნახვასაც 17ივნისამდე შეძლებთ.


თინა ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც ამჟამად გერმანიაში,
Weissensee Kunsthochschule Berlin-ში, სკულპტურის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი შემოქმედებითი მიმართულება ძირითადად სკულპტურასა და ინსტალაციებს, ციფრულ კოლაჟებსა და ექსპერიმენტულ პროექტებს მოიცავს. თინას ნამუშევრებში შთაგონების წყაროდ ხშირად ამოიცნობთ მეცნიერებას, ლიტერატურას, არქიტექტურასა და სხვადასხვა ფილოსოფიურ იდეებს. ის ხშირად მუშაობს თაბაშირით, მარმარილოთი, ხით თუ სხვადასხვა მზა მასალით, რომელთა მეშვეობით ქმნის ისეთ ექსპერიმენტულ ნიმუშებს, რომლებიც მისივე შექმნილ ენაზე გვესაუბრებიან და ავტორის ჩანაფიქრის ვიზუალიზაციას წარმოდგიდგენენ. თინა სირაძის შემოქმედებაში ყველაზე თვალსაჩინო რამ სწორედ მარტივი საგნებით აგებული არაორდინალური ინსტალაციებია, რომლებსაც არტისტი  განსაკუთრებული ხედვით ქმნის.



ავტორი : ლიკა ხუნდაძე