Hammock Magazine x თიბისი კონცეპტი - საახალწლო საჩუქრების სია

ახალი წელი გვიახლოვდება, ჯადოსნური საახალწლო სამზადისის განწყობაც იმატებს. თუ საჩუქრის ადრესატისთვის განსხვავებულ და უნიკალურ ნივთს ეძებ, ხოლო ჯერ არ შეგირჩევია, ეს სია შენთვისაა. აქ თავმოყრილია ჩვენ მიერ შერჩეული კონცეპტუალური, განსხვავებული და ასევე საახალწლო საჩუქრები. იჩქარეთ, რომ დეკემბრის შოპინგისას სასურველი ნივთის შეძენა მოასწროთ.

LIYA X KASH KASH



ქართული ბრენდების - LIYA-სა და KASH KASH-ის კოლაბორაციით უნიკალური ხელნაკეთი მაკიაჟის ხაზი გამოჩნდა. პროდუქტები ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შეიქმნა, კაშკაშა და დახვეწილი ფერები კი საახალწლო ლუქს კიდევ უფრო ელეგანტურს გახდის.

ქართული ქსოვილი




თანამედროვე და ამავდროულად, ისტორიული ორნამენტებით შექმნილი საჩუქრის შერჩევას ქართული ქსოვილის ვებგვერდზე შეძლებთ, სადაც ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილი ყოველდღიური სამოსი და აქსესუარებია თავმოყრილი. კონცეპტუალურ ონლაინმაღაზიაში საჩუქრის ძებნის პროცესიც საინტერესოა, აქ მოგზაურობისას შეხვდებით ქსნის ერისთავის,  შალვას ტანისამოსის მოტივებზე შექმნილ ჭრელ მუზარადს XVIII საუკუნიდან და კიდევ სხვა უნიკალურ ნივთებს.

Buyers




ახალი წლის დეკორაციების ძებნისას
Buyer-ის საახალწლო კოლექციას გულგრილად ნამდვილად ვერ დატოვებთ. როგორც ყოველთვის, ახალი საახალწლო დეკორაციებიც ჯადოსნური და განსხვავებულია.


The Why Not Gallery




They Why Not Gallery-ს ონლაინმაღაზიაში ახალ კონცეპტუალურ ნივთებს შეხვდებით. ორიგინალური ინტერპრეტაციებით წარმოდგენილი ქართული ისტორიული ნივთები თუ ქართველ მხატვრებთან კოლაბორაციით შექმნილი პროდუქტები - აქ ნამდვილად შეარჩევთ განსხვავებულ საჩუქარს.

THE SHOP




საახალწლოდ დახვეწილი დიზაინის პიჟამო THE SHOP-ის კონცეპტუალური მაღაზიიდან კარგი საჩუქარია. ამჯერად  გთავაზობთ HOTEL ATELIER PAJAMA-ს ვარდისფერ და ლაიმის ფერებში.

COLETTE MON AMOUR




გამორჩეული საჩუქრები მათთვის, ვისაც უყვარს იშვიათი, განსხვავებული კოლექციები და საინტერესო კოლაბორაციები. COLETTE MON AMOUR-ის წარმოდგენილ კოლექციაში ნახავთ სხვადასხვა ბრენდების კოლაბორაციას: Thom Browne, Saint Laurent, LEGO Group, Soulland x Snoopy და სხვა.

Identity Candles



ფერადი და განსხვავებული დიზაინის სანთლები  შესანიშნავი საჩუქარია საყვარელი ადამიანისთვის. Identity Candles-ის საჩუქრებით შეძლებთ ბედნიერებისა და სიმშვიდის გაზიარებას.

They Said Books



კინოს მოყვარულებისთვის Kubrick Archives - წიგნი ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის შესახებ შესანიშნავი საჩუქარია. წიგნი კუბრიკის შემოქმედებითი პროცესის მასალებს აერთიანებს, სადაც ესკიზები, რეკვიზიტები, ფილმების სცენების ნიმუშები და კიდევ სხვა საინტერესო დოკუმენტებია წარმოდგენილი.

MIND THE SHOP



ახალი ქართული კონცეპტუალური მაღაზია გამორჩეულ ინტერიერის ნივთებსა და დეკორაციებს წარმოადგენს. მათ შორის შეხვდებით სარკეს - “Ozu Mirror”, რომელიც Yasuijiro Ozu-ს ინსპირაციით შეიქმნა. 

Vodkast Records



მუსიკის მოყვარულებისთვის ფირფიტები საინტერესო საჩუქარია - Vodkast Records-ში ნამდვილად შეძლებთ სასურველი ჟანრის ფირფიტების შერჩევას.

Chocolaterie Artisan



თუ საახალწლო ტკბილეულს ეძებთ, შოკოლატერია არტიზანის ხელნაკეთი შოკოლადის ბონბონების სასაჩუქრე ყუთით შეძლებთ ადრესატის გახარებას.

ID VISION



სტუდიო საინტერესო ინტერიერის ნივთებსა და აქსესუარებს ქმნის. ჩვენ მიერ შერჩეული ბალიშის პრინტი ხელით არის შესრულებული, შემდეგ კი ქსოვილზეა გადატანილი. თუ ინტერიერის დიზაინისთვის განსხვავებულ დეკორაციას ეძებთ,  ID VISION-ის ნივთები კარგი არჩევანია.



ავტორი : თითა ჯიქიძე