Hammock Magazine x თიბისი კონცეპტი - საჩუქრები ქართული კონცეპტუალური მაღაზიებიდან

ზამთრის ბოლო თვეს უფრო მეტი საინტერესო, ფერადი ნივთითა და ექსტრაორდინარული საჩუქრებით შესახვედრად Hammock Magazine თიბისი კონცეპტთან ერთად საჩუქრების განახლებულ სიას გთავაზობთ. ჩვენ მიერ შერჩეული სიაში უამრავი საინტერესო კონცეპტუალური ნივთი და თანამედროვე ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრებია თავმოყრილი, რომლებიც სახლში მეტ ჰარმონიასა და სიმყუდროვეს შეგიქმნით.


MOTIF Design Elements 




მულტიბრენდულ შოურუმ Motif Design Elements-ში საჩუქრად როგორც ინტერიერისთვის, ისე ექსტერიერისთვის უამრავ დახვეწილი დიზაინის ავეჯს, კონცეპტუალურ ნივთებსა თუ აქსესუარებს აღმოაჩენთ. კოლექციის დათვალიერებას და მის შეძენას MOTIF-ის Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებიდან შეძლებთ. 

Cimcimi • ციმციმი




Cimcimi Candles-ის სურნელოვანი სანთლები არა მხოლოდ მისი ვიზუალით, არამედ იდეური თვალსაზრისითაც გამორჩეულია, რაც თითოეულ სანთელს უნიკალურს ხდის. ხელნაკეთი სანთლების ფორმები უძველეს ქართულ რელიეფურ ხელოვნებას ეფუძნება, ხოლო მისი სურნელი ბუნებრივი არომატების მაღალ, საშუალო და დაბალ ტონებს აერთიანებს, რაც განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. კონცეპტუალური ნივთების მოყვარულთათვისაც “ციმციმის” ხელნაკეთი სურნელოვანი სანთლები გამორჩეული საჩუქარი იქნება. მისი შეძენა Cimcimi Candles-ის Instagram-ის გვერდზეა შესაძლებელი. 

Buyers




რამდენიმე დღის წინ ონლაინმაღაზია Buyers-მა თანამშრომლობა ერთ-ერთ გამორჩეულ ბრიტანული კოსმეტიკის ბრენდთან, Code 8 Beauty-სთან დაიწყო, რომლის ბუნებრივი, ფერადი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენაც Buyers-ის ვებგვერდიდანაა შესაძლებელი. 

Moodo.store




Moodo.Store-ში ისეთ უნიკალურ ნივთებს აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენს ადრესატს სახლში სიმყუდროვისა და ჰარმონიის შექმნაში დაეხმარება. ვახუშტი ბატონიშვილის ბაგრატიონის გერბების შთაგონებით შექმნილი Moodo-ს მაგიდის სუფრები მხატვარ-ილუსტარტორს, გიორგი ჯინჭარაძეს ეკუთვნის, რომლის შეძენას Moodo.store-ის ოფიციალური ვებგვერდიდან  შეძლებთ. 

The Why Not Gallery 






ახალგაზრდა ქართველი არტისტების შემოქმედების აღმოჩენა The Why Not Gallery-ის საჩუქრების ონლაინმაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც ბევრ საინტერესო ნამუშევარსა და კონცეპტუალურ ნივთებს შეხვდებით. ახლა Gift Shop-ს მარიამ კვაშილავასა და ნიცა მაჭავარიანის მიერ შექმნილი 2021 Planner, ანი თოიძისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრები და კიდევ სხვა გამორჩეული არტისტების შემოქმედება დაემატა. Gift Shop-ში საჩუქრის შერჩევა The Why Not Gallery-ის
ვებგვერდიდანაა შესაძლებელი. 

Objects Architecture | Design



არქიტექტურისა და დიზაინის შოურუმ Objects-ში ისეთ დიზაინერულ ნივთებსა და აქსესუარებს აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენი ადრესატის ინტერიერში საამაყო ადგილს დაიკავებს. დახვეწილი დიზაინის სარკეების, ჭურჭელისა თუ ავეჯის შესარჩევად ეწვიეთ Objects-ის ოფიციალურ ვებგვერდს

Meama





ყავის მოყვარულთათვის საჩუქრად კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიის, “მეამას” სტარტერ ნაკრებს გირჩევთ, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი ძალიან მარტივად შეძლებს არომატული ყავის მომზადებას. სტარტერ ნაკრების შესარჩევად
“მეამას” ვებგვერდს უნდა ეწვიოთ, სადაც დეტალურად ნახავთ მასში შემავალ ყავის აპარატს, ყავის კაფსულებსა და ჭიქებს. 

Dots




როგორც ყოველთვის, ახლაც DOTS-ის ახალი კოლექცია ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების უნიკალურ კოლექციას სთავაზობს მომხმარებელს. ეკომეგობრული ტყავის კოლექციის გარდა, აღსანიშნავია DOTS-ში წარმოდგენილი სხვადასხვა საინტერესო ფორმის ბეჭდები, რომლებიც წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საჩუქრის შესარჩევად ეწვიეთ მაღაზიის ოფიციალურ ვებგვერდს.

ID VISION


თუკი საჩუქრად ინტერიერის დიზაინისთვის განსხვავებულ და საინტერესო ნივთებს ეძებთ, ამისთვის ID VISION ნამდვილად კარგი არჩევანია. ახალი კოლექციიდან ხავერდის ბალიშებს გირჩევთ, რომელთა პრინტებიც ხელითაა შექმნილი. ID VISION-ის კოლექციის ნახვას და მის შეძენას პირველი ქართული ონლაინ შოპინგ მოლის,  SHOPSHOP-ის ვებგვერდზე შეძლებთ. 

Chicolli / შიკოლი




ფერადი, განსხვავებული ფორმისა და ვიზუალის ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი “შიკოლი” ახალი, სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილი კოლექციის წარსადგენად ემზადება. თუმცა მანამდე “შიკოლის” სხვა უგემრიელესი შოკოლადის ბოქსებითაც შეძლებთ ნებისმიერი ადამიანის გახარებას.

Studio Tricolor 


კონცეპტუალური ობიექტების მოყვარულებისთვის საჩუქრად Studio Tricolor-ის ახალ, 

ფერად ნამუშევარს გირჩევთ, რომელიც თამაშ Tic-Tac-Toe-ის შთაგონებითაა შექმნილი. საჩუქარი თქვენი ადრესატის ინტერიერს საინტერესო დიზაინერული ელფერითა და მხიარული განწყობით აავსებს. Studio Tricolor-ის 2021 წლის ობიექტების შეძენა ონლაინ, მათი ინსტაგრამის გვერდიდანაა შესაძლებელი. 

 

They Said Books 



ლიტერატურის, ფილოსოფიისა და სხვა პროფესიული წიგნების მოყვარულთათვის They Said Books-ის სელექციას გირჩევთ, რომელიც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. They Said Books-ის პროდუქციის ნახვა მის ვებგვერდზეა შესაძლებელი.



ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე