Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - დავით დათუნაშვილის მუსიკალური რეკომენდაცია

დავით დათუნაშვილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორია, რომელიც ძირითადად ელექტრონიკის, ambient-ისა და ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მოღვაწეობს. თუმცა მისი ადრეული შემოქმედება ინდი-როკ ბენდს, Landmark-ს უკავშირდება, სადაც მან გიტარაზე დაკვრა 2007 წელს დაიწყო. 2009 წელს, გიგი ჯიქიასთან მუსიკალური პროექტის,  Okinawa Lifestyle-ის წამოწყების შემდეგ, დუო საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნო და მათი პოპულარობაც გაიზარდა, რის შემდეგაც, 2011 წელს, მათმა მუსიკალურმა კომპოზიციამ Levan ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Electronauts-ზე საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა. დავით დათუნაშვილი უკვე 2012 წლიდან  სოლო პროექტზე იწყებს მუშაობას და 2014 წელს მისი პირველი ალბომი Composure-იც გამოვიდა, რომელიც ქალაქისა და მასში ინტეგრირებული ყოველდღიური ცხოვრების ხმებს იკვლევდა. ირაკლი აბრამიშვილთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მათ 2015-2016 წლებში  იმპროვიზაციებითა და ექსპერიმენტებით სავსე ორი ალბომი - “ეზოში ავი ძაღლია” და “არჩევანი/არადანი” გამოუშვეს. 2017 წელს დუოს გიგი ჯიქია, იგივე HVL შეემატა. მათ ერთად ახალი პროექტი Masterknot წამოიწყეს და პირველი სადებიუტო ალბომი 9-15-იც გამოუშვეს. მათი კონცერტები არა მხოლოდ ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე, არამედ ფრანკფურტსა და თეირანშიც გაიმართა. დავით დათუნაშვილის ბოლო ალბომი Guitar Loops 2018 წელს გამოვიდა, რომელიც ორ წელიწადში მის სტუდიაში შემთხვევით ჩაწერილ გიტარის ხმებს აერთიანებს.

Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ მუსიკოს დავით დათუნაშვილის რეკომენდაციებს, რომლებშიც მისთვის გამორჩეული მუსიკალური კომპოზიციებია გაერთიანებული. 

ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე - ოღონდ შენთან მამყოფინა /J. Kakhidze - If I Could Be With You



ამ დღეებში ვუსმენ და კარგია, რომ  ეს გვერდი ატვირთულია Youtube-ზე.სრულად დევს 2005 წლის ალბომი “მრავალჟამიერ ”, რისთვისაც დიდი მადლობა გვერდის ავტორებს. ინტერნეტში ქართველი კომპოზიტორების შესახებ ინფორმაციის პოვნა იშვიათია, ხშირ შემთხვევაში. სამწუხაროდ, ბევრი ლეგენდარული კომპოზიტორის ფოტოსაც ვერ მიაგნებ. მთელი გვერდი ოქროს ფონდია.


Giorgi Mikadze - Gurian Lullaby


პიანისტისა და მუსიკოსის, გიორგი მიქაძის ახალი ალბომი  Georgian Microjamz, რომელიც წელს თებერვალში გამოვიდა, უნიკალური ჩანაწერია უკვე თავისი იდეით. მუსიკა დაკრული და აგებულია ქართულ ხალხურ მიკროტონალურ მოტივებზე, რაც, მე მგონი, პირველი მცდელობაა ამ ჟანრში. ალბომში გიორგი მიქაძესთან ერთად უკრავს ისეთი გამორჩეული ბასისტი, როგორიცაა Panagio tis Andreou.


Zuka - A little song for the sun


ზუკა სიმონიშვილი, რომელიც ამ პერიოდში აქვეყნებს კომპოზიციებს ახალი
ალბომიდან Number 3. ნახეთ მისი Youtube-ის გვერდი.

Gacha Bakradze - Zone


გაჩა ბაქრაძემ 1 მაისს გამოუშვა  ახალი ალბომი quick dreams, რომელიც კარანტინის პერიოდშია შექმნილი.

Generali Minerali - Robot Error


გიორგი ჯინჭარაძის ტექნოპროექტი, გენერალი მინერალი მუდმივად აქვეყნებს ახალ ტრეკებს და რამდენიმე რელიზიც აქვს სხვადასხვა ლეიბლზე.


John Left Twice - Erotika



ირაკლი აბრამიშვილის და გაგა ვაჩნაძის კოლაბორაცია.


Misho Urushadze - Stratus Cloud

მიშო ურუშაძის ალბომი/კომპილაცია “დუღილი”, რომელიც წელს მარტში გამოვიდა და ბევრ მუსიკოსს აერთიანებს, მათ შორისაა ბექა გოჩიაშვილი, ლუკა თოფურია, მაიკ მიჩელი, გიო კაპანაძე და სხვები.


Anushka Chkheidze - Ships, Planes, Bicycles

ანუშკამ 24 აპრილს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Halfie


STWOODBOI x SAINT GIRAFFE - 666\999 [PROD.STWOODIE]


ქართული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის, Low Elite Squad-ის უკვე ყოფილი წევრები,
რომლებიც კარიერას სოლო არტისტებად აგრძელებენ. ნახეთ მათი სხვა ტრეკებიც და ასევე ეს ალბომი, რომელიც წელს გამოვიდა   STWOODIE - If The Lights Go Out [Vol.1]

Ballake Sissoko And Vincent Segal: NPR Music Tiny Desk Concert


ნებისმიერ დროს საყურებელი.



ავტორი : დავით დათუნაშვილი