Hammock Magazine X თიბისი სტატუსი - ფილმები, რომლებსაც უეს ანდერსონი თვითიზოლაციაში უყურებს

თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანცირების პერიოდში უამრავ რეკომენდაციას ვაწყდებით იმის შესახებ, თუ რა შეგვიძლია ვაკეთოთ მოცალეობის ჟამს. რეკომენდაციებს შორის მოწინავე პოზიციას იკავებს ფილმების თემაზე შექმნილი სიები, რომელიც უეს ანდერსონმაც შემოგვთავაზა. რეჟისორის სიაში ისეთ ფილმებსაც ვხვდებით, რომელთა შესახებაც, დიდი ალბათობით, აქამდე არ გვსმენია -  ერთ-ერთი მათგანის შესახებ ანდერსონმაც ახლახან შეიტყო. 

The Out of Towners (არტურ ჰილერი, 1970)


„ფილმი არაჩვეულებრივი დროის მანქანაა“, - ამბობს ანდერსონი კანადელი რეჟისორის - არტურ ჰილერის 1970 წლის კომედიაზე. ფილმში ჯეკ ლემონი ოჰაიოელ გაყიდვების აღმასრულებელს ასახიერებს, რომელიც ნიუ-იორკში მიემგზავრება გასაუბრებაზე. სენდი დენისი კი, ოსკარის ჯილდოს მფლობელი მსახიობი, მისი ცოლის როლს ასრულებს, რომელიც მეუღლეს მეგზურობას უწევს.

Anne-Marie (რეიმონდ ბერნარდი, 1936)


ანდერსონი რეიმონდ ბერნარდის აქტიური მაყურებელია, თუმცა, ისიც კი აღიარებს, რომ აქამდე არ სმენია ბერნარდის 1936 წლის დრამის, Anne-Marie-ს შესახებ. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ფრანგი მსახიობი ანაბელა, რომელსაც სურს, რომ პილოტი გახდეს. ეს იყო მსახიობისთვის ბოლოს წინა როლი ფრანგულ ფილმში, ჰოლივუდში გადასვლამდე.  ფილმის სცენარი „პატარა პრინცის“ ავტორს და ავიატორს - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეკუთვნის.

Les Misérables (რეიმონდ ბერნარდი, 1934)



78 წლით ადრე, ვიდრე ენ ჰეთეუეი ფანტინას როლს შეასრულებდა, რეიმონდ ბერნარდმა ეს როლი ფრანგ მომღერალსა და მსახიობს, ფლორელს მოარგო, რომელიც ფილმში ჟან ვალჟანის შემსრულებელ - ჰარი ბაურთან ერთად თამაშობს. ფილმი თითქმის 5 საათამდე გრძელდება.

 

Wooden Crosses (რეიმონდ ბერნარდი, 1932)




ნიუ-იორკ ტაიმსმა ბერნარდის ეს ფილმი მისი გამოსვლის დროს, 1932 წელს, ერთ-ერთ საუკეთესოდ  დაასახელა სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის. Criterion Collection-მა პირველ მსოფლიო ომზე შექმნილი დრამა, რომელშიც ძირითადად ყურადღება საფრანგეთის ჯარზეა გამახვილებული, წარმოადგინა,  როგორც საფრანგეთის პასუხები ერიხ მარია რემარკის წიგნზე - „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“.

An Angel at My Table (ჯეინ კემპიონი, 1990)




ოსკარების ისტორიაში საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კინოაკადემიას მხოლოდ 5 ნომინანტი ქალი  ჰყავს დასახელებული, რომელთა შორის მეორე ჯეინ კემპიონი იყო. „ხელახლა უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს - „ანგელოზი ჩემს მაგიდასთან“, -  ამბობს ანდერსონი ახალზელანდიელი მწერლის, ჯენეტ ფრეიმის ბიოგრაფიული ფილმის შესახებ.

And the Pursuit of Happiness (ლუი მალი, 1986)


 

ანდერსონიოსკარის ნომინანტის და „ოქროს ლომის“ ორგზის გამარჯვებულის,  ფრანგი ლუი მალის დოკუმენტური ფილმების მთელ შემოქმედებას ადიდებს, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა თემებს - დაწყებული ქალაქ კოლკატადან, დამთავრებული ოკეანის სიღრმეებით. თუმცა, მხოლოდ ეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც 80-იან წლებში აშშ-ში მცხოვრებ იმიგრანტებზე გვიამბობს, აღმოჩნდა უეს ანდერსონის სიაში. 

 



ავტორი : გაბრიელა სახვაძე