Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - ჰარი პოტერის საახალწლო ჩვენებები

27 დეკემბრიდან მომდევნო სამი დღის განმავლობაში კინოთეატრ „ამირანში“ ჰარი პოტერის საახალწლო ჩვენებები გაიმართება. Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს კვირეულის მიმდინარეობას.  შემოგთავაზებთ ჰარი პოტერის თემაზე შექმნილ სტატიებს და ვიდეოებს. 27 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანის“ ტერიტორიაზე  Hammock  კვლავაც საკუთარი Vintage Box Office-ით იქნება წარმოდგენილი, სადაც ნებისმიერი მსურველი საჩუქრად მიიღებს ჰარი პოტერის თემაზე შექმნილ ჩანთას და სტიკერებს. თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ პირველ ვიდეოს, რომელშიც ჰარი პოტერის ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ფრენის კადრებია გაერთიანებული.



ვიდეოს ავტორი: გვანცა ჩანადირი
მონტაჟი: ელენე მგელაძე