Hammock Magazine x თიბისი სტატუსი - ტატო რუსიას მუსიკალური რეკომენდაცია

თინეიჯერობის ასაკიდან ლირიკის წერით გატაცებული Moku T, იგივე ტატო რუსია ჯგუფ MokuMoku-ს თანადამფუძნებელია, რომელიც 2012 წლიდან ქართველ მსმენელს გამორჩეული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ჟანრის მუსიკალური კომპოზიციებით ანებივრებს. MokuMoku უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზეც ხშირად ჩნდება. მათი ახალი Leno Records-ზე გამოსული SoulFood Society-ის ალბომის კონცერტებს ისეთი სივრცეები მასპინძლობდნენ, როგორებიცაა Wagenhallen, Prince Charles Berlin. ამასთან, ტატოს ახალი ალბომიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მის შეძენას ამ ბმულზე შეძლებთ.

მანამდე კი Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ მუსიკოს ტატო რუსიას რეკომენდაციას, რომელშიც მისთვის რჩეული კომპოზიციებია გაერთიანებული

Zappa & Sting (Murder by Numbers) 



როგორც თვითონ სტინგი გვიყვება ამ ლაივ ჩანაწერში: 4 წლის წინ მომღერალმა ჯიმი სვაგარტმა თქვა: “The Police-ის ეს სიმღერა Murder By Numbers სატანის მიერ არის დაწერილი. მას ასრულებენ სატანის შვილები - ბელზებელი, ლუციფერი, რქიანი.” - სინამდვილეში, მე დავწერე ეს *** სიმღერა! - ამბობს სტინგი.

Bill Evans Copenhagen Rehearsal Tape (1966 Live Video)



ვიდეოს აღწერა გვეუბნება, რომ ეს არის ბილ ევანსისა და ედი გომესის რეპეტიცია კოპენჰაგენის კონცერტისთვის. მათ უნდა დაეკრათ დანიელ დრამერ ალექს რიელთან ერთად, რომელთანაც იქამდე არ დაუკრავთ და ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გადიან რეპეტიციას ისინი პირველად, კონცერტამდე რამდენიმე ხნით ადრე. ძალიან ლამაზი ჩანაწერია.

The Strokes - The Adults Are Talking (Audio)



ამ თვეში The Strokes-მა ახალი ალბომით გაგვახარა, ეს კი გამხსნელი ტრეკია. გული მიგრძნობს, რომ ძალიან ხშირად მოვუსმენ სიმღერებს The New Abnormal-იდან.

Thundercat - 'Dragonball Durag' (Official Video)



არც Thundercat-მა დაგვაღალატა ამ თვეში და ახალი ალბომი შემოგვთავაზა.  It is what it is - და რაც არის, ძალიან კარგი არის! 

Marietta - god bless eric taylor



როცა შენს ერთ-ერთ საყვარელ ბენდს ევასება სერიალი Spaced და საიმონ პეგის მონოლოგს სემპლავს, ნამდვილად ორმაგად უფრო გიხარია.

Mom Jeans. - death cup



ხანდახან ვფიქრობ, სად იყო ეს ბენდი, როცა 16-ის ვიყავი მეთქი, მაგრამ 16-ის რომ ვიყავი, ესენი 13-ის იყვნენ, თუმცა ვაიბმა დრო არ იცის. ამ ჯგუფის სიმღერებს რომ ვუსმენ, მგონია, რომ მეთერთმეტე კლასში ვარ  და სკოლიდან გამოპარული ისევ მეგობრებთან ერთად აგარაკზე მივდივარ, ერთ-ერთი მეგობრის მამის მანქანით. 

Planet Caravan - Black Sabbath



Black Sabath-ის ალბომ Paranoid-ისთვის არასდროს მომისმენია იმ თანმიმდევრობით, როგორც ალბომშია. რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე მომესმინა. ალბომის მესამე ტრეკი სასიამოვნოდ მეცნო. იქამდე მქონდა მოსმენილი ამ კომპოზიციის ქავერი Pantera-ს მიერ. არ ვიცოდი, რომ ორიგინალი საბათების იყო. ცხოვრება სავსეა სასიამოვნო სიურპრიზებით :) 

Aesop Rock - Blood Sandwich (Official Video)




ამ სიტყვათა მჭედლის დისკოგრაფია იტევს ძალიან ბევრ უცნაურ სიტყვას. ზოგადად, ის ძალიან ბევრს ამბობს თავისი მუსიკით, იმდენად ბევრს, რომ თვეები მჭირდება ხოლმე ყველა მეტაფორის, რეფერენსის გასაგებად. ეს ტრეკი ამ ნუსხაში არ შედის, ეს არის ლამაზი და საინტერესო მემუარი, სადაც რეპერი ჰყვება ბავშვობის ისტორიებს, რომლებიც მის საყვარელ ძმებს უკავშირდება.

Igorrr - Problème d'émotion 




გიჟი ფრანგი გენიოსი, სახელად Gautier Serre - კერძოდ კი, მისი პროექტი Igorrr. ნამდვილად შთამბეჭდავი და არასტანდარტული მუსიკაა. თუ ჩვეულებრივი მუსიკისგან დაიღალეთ, ამ ადამიანის ტვინში იპოვით ათასგვარ მუსიკალურ პერვერსიას და სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებით.

Gotye feat. Kimbra 1988 | Somebody That I Used To Know 



დაბოლოს, როგორც ჩემს ფეისბუქპოსტში ავღნიშნე: ის ვერსია წაშალეთ და ეს დატოვეთ, თუ შეიძლება!



ავტორი : ტატო რუსია