Hammock Magazine x Top The Shaker - ვითომ ზღვის ბიბილო

ძალიან საინტერესო ვეგანური კერძი უნდა გაგიზიაროთ. სოკოები დღითიდღე მაოცებენ, ერთ-ერთი უცნაური გზა მათი გამოყენებისა აი ესაა. იცოდით, რომ სამეფო კალმახას შეუძლია ზღვის პროდუქტის ჩანაცვლება? მე გამოვიყენე ყველაზე მსუქანი კალმახა სოკოები. მოვაჭერი ქუდები და დავამზადე ასეთი საინტერესო რამ. გიზიარებთ რეცეპტს:

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)

 

 

ვითომ ზღვის ბიბილო:

4 ცალი სამეფო კალმახა

2 სკ ზეითუნის ზეთი

1 სკ ვეგანური კარაქი ან მარგარინი (სურვილისამებრ)

1 ჭ ღვინო

1 კბილი ნიორი

1/3 ჩკ პილპილი

1/3 ჩკ მარილი

 

ვჭრით და ვსერავთ სოკოს ნაჭრებს ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

გახურებულ ტაფაზე ზეითუნის ზეთში ვწვავთ ორივე მხრიდან 3-3 წუთით.

 ვაყრით პილპილს და მარილს, ვუმატებთ კარაქს და ვაგრძელებთ კიდევ ორი სამი წუთი მზადებას (სურვილისამებრ შეგიძლიათ განაგრძოთ ზეთით მზადება, უბრალოდ კარაქი სასიამოვნოდ უხდება ამ კერძს), ვუმატებთ ნიორს (დაჭყლეტილს ან წვრილად დაჭრილს), ვუმატებთ 1/2 ჭიქა თეთრ ღვინოს, ვაგრძელებთ მზადებას საშუალო ცეცლზე 4-5 წუთით,შემდეგ საცხობ ჭურჭელზე გადაგვაქვს და ვაცხობთ 5 წუთით 200 გრადუსზე,რომ აშიშხინდება და დაიბრაწება, გადმოგვაქვს უკან ტაფაზე,ვუმატებთ დარჩენილ ღვინოს და 3-4 წუთი ველოდებით რომ ამოშრეს ტაფა.

 

უკვე მზადაა და სერვირების დროა, ძალიან უხდება პიურეს.

 

წითელი პიურე:

2 დაჭრილი კანგაცლილი და მოხარშული კარტოფილი

1  დაჭრილი, კანგაცლილი და მოხარშული ჭარხალი

1/4 ჭიქა ქოქოსის კრემი 

2 კბილი ნიორი 

მწიკვი მარილი

 

ამ ყველაფერს ვაბლენდერებთ და კერძიც მზადაა.

 

ისიამოვნეთ!