ჰარი გრუიარის ფერადი ფოტოგრაფია

1941 წელს ბელგიაში დაბადებული ფოტოგრაფი და Magnum Photos წევრი ჰარი გრუიარი ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. Მისი ნამუშევრები ინტენსიური ფერებისა და მკვეთრი შუქჩრდილების თამაშით ხასიათდება. გრუიარი დასავლურ და აღმოსავლურ ქვეყნებში მოგზაურობისას ნანახ არცთუ ისე იდეალურ სივრცეებს ფერადი ჰარმონიულობით წარუდგენს მნახველებს. ფოტოგრაფს ახალი ადგილების ძიება შთააგონებს. Მისი თქმით, გარემომ, რომელსაც იღებს, შესწავლისა და აღმოჩენის საშუალება უნდა მისცეს და სწორედ ამიტომ ბევრს მოგზაურობს. Მოგზაურობისას განცდილი ემოციებით ჩვენც გვაოცებს და თითქოს ახალ გამოცდილებას გვძენს




“Ხ
შირად ვიცვლი საცხოვრებელ ადგილს. მომწონს ეს მღელვარება. ამაშია თავისუფლება. ერთი და იგივე გარემოში ცხოვრება და მიჩვევის შეგრძნება არ არის ნორმალური. Ჩემთვის სამყაროსა და მისი ნაწილების ახლებურად დანახვაა მნიშვნელოვანი”, - ამბობს ხელოვანი




ჰარი
გრუიარის ყველა ფოტო ფერადია. ფერი სიუჟეტის უფრო მარტივად აღქმაში გვეხმარება, ხაზს უსვამს პერსონაჟების გარშემო არსებულ სივრცესა და აძლიერებს მაყურებლის ემოციებს ფოტოზე ნაჩვენები სამყაროს მიმართ



 

გამოსახულებები თავისუფალია ყველაფერი ზედმეტისგან. Მაყურებელი ხედავს ცხოვრების ორიგინალურობას მოკლებულ მომენტებს, გაძლიერებულს დინამიკური ობიექტებითა და მკვეთრი ფერების მონაცვლეობით. მაგალითად, ისე როგორც ფოტოზე - Belgium, Antwerp, Carnival, 1992 (ფოტო)




1980-
იან წლებში შექმნილი სერია Made in Belgium ფოტოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნამუშევარია. Მანამდე მაროკოში მოგზაურობა იყო. 1966 წელს ფოტოგრაფმა ფერი სწორედ მაროკოს თავბრუდამხვევ ადგილებში აღმოაჩინა. Მიქელანჯელო ანტონიონის კინოს ესთეტიკით შთაგონებული ყოველდღიური სიუჟეტებით შეაბიჯა ჰარიმ ფოტოგრაფიის სამყაროში. 1982 წელს კი Magnum Photo- შეუერთდა. 2003 და 2008 წლებში გამოცემული ერია Rivages (Edges) ფოტოგრაფის ოსტატობას უსვამს ხაზს, წარმოგვიდგენს რა ფერისა და შუქჩრდილების იდეალურ კონტრასტს.   

 


ფერადოვანი გარემოს მიუხედავად, სიუჟეტებში მაინც მელანქოლიური ატმოსფერო სუფევს. ფოტოგრაფის ობიექტივში ხშირად ვხვდებით ქუჩაში მოსიარულე ჩვეულებრივ ხალხს -  უფროსებს, მხიარულ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ ფიქრებში არიან ჩაძირული. ვხვდებით Შუშის კარს მიღმა გაცრეცილ პორტრეტებსა და სილუეტებს, მიტოვებულ შენობებსა და მოძრავ მანქანებს და ცოტახნით Ჩვენც ვხდებით ჰარი გრუიარის ყოველდღიურობის ნაწილი, ყოველდღიურობის, რომელიც ასეთი უბრალო და ნაცნობია, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი და წარმოსახვითი.



ავტორი : მარიამ ქორიძე