კაპუჩინატორი - სრულყოფილი გემო სახლშიც

კლასიკური ესპრესოსა და ამოყვანილი რძისგან მომზადებული კაპუჩინო დღეს უამრავი ადამიანის საყვარელი სასმელია. მის წარმოშობას სხვადასხვა ისტორია აქვს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, პირველად ეს გემრიელი და განსაკუთრებული სასმელი 1800-იან წლებში ვენაში კაპუზინერის სახელით შეიქმნა. ეს სახელი კი ადგილობრივი ბერების - კაპუცინების სამოსის ფერის შთაგონებით დაერქვა. 

სასმელი, რომელსაც უკვე ორ საუკუნეზე მეტი  ისტორია აქვს, ყავის ასოციაციის განმარტებით, ესპრესოს ყავისა და ამოყვანილი რძის გემოების ჰარმონიულ ბალანსს წარმოადგენს და ამასთან რძის თეთრი ქაფი მის მომხიბვლელ ვიზუალს უზრუნველყოფს.

კაფსულის ყავის მწარმოებელმა კომპანია "მეამამ", რომელმაც ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულების მრავალფეროვანი გემოები უკვე შემოგვთავაზა, გაითვალისწინა მომხმარებლის სურვილი და მათ   კაპუჩინოსა და ლატეს პროფესიულად, სახლში  მოსამზადებლად კომპაქტური ხელსაწყო "კაპუჩინატორი" შესთავაზა. 


კაპუჩინატორით მარტივად და სწრაფად ხდება რძის ამოყვანა და მისგან კრემისებრი ქაფის მომზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, ვინც "მეამას" ევროპული ფორმატის ყავის აპარატით უკვე სარგებლობს, საშუალება ექნებათ, კაპუჩინო და ლატე, რომლებსაც მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებში მიირთმევდნენ, სახლში,  სულ რაღაც 2 წუთში მოიმზადონ. 

ისინი კი, ვისაც ჯერ არ აქვს ევროპული ფორმატის ყავის კაფსულები და აპარატი, სტარტერ ნაკრებისა და კაპუჩინატორის ერთად შეძენის შემთხვევაში სპეციალური ფასით ისარგებლებენ.

კაპუჩინატორის შეძენა ყავის მრავალფეროვანი გემოს  მოყვარულებს “მეამას” გაყიდვის არხებში - მეამას სივრცეებსა და ონლაინმაღაზიაში შეუძლიათ. 

კაპუჩინატორის შეფუთვაზე დატანილია კლასიკური კაპუჩინოსა და ლატეს რეცეპტები, რაც მომხმარებელს ყავის  სწორად მომზადებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.



ავტორი : გვანცა ჩანადირი