ქართული ფილმი "დასაწყისი" კანის კინოფესტივალის სპეციალურ გამოშვებაზე წარდგება

სან-სებასტიანის კინოფესტივალზე ტრიუმფის შემდეგ,  დეა კულუმბეგაშვილი თავის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს - "დასაწყისი" კანის კინოფესტივალის სპეციალურ გამოშვებაზე წარადგენს.


მიმდინარე წლის 26 სექტემბერს „დასაწყისი“ ნომინირებული იყო Palmarès-ში,  სადაც სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ოქროს ნიჟარა მოიპოვა. გარდა ამისა, კულუმბეგაშვილის ეს ნამუშევარი დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ქალის როლის ნომინაციებშიც. ამგვარი წარმატება დებიუტანტი რეჟისორისთვის შთამბეჭდავი კარიერული დასაწყისია, მით უმეტეს, რომ ახლახან ეროვნული კინოცენტრის 12-კაციანმა კომისიამ ნამუშევარი ოსკარის დაჯილდოებაზე საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში წარსადგენად შეარჩია. 


ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მეუღლეზე, იეჰოვას მოწმე ქალზე, რომელსაც ასევე ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერი ავიწროებს. ფილმში მოქმედება ვითარდება სტატიკურად, გადარჩენის სურვილით.


ახალგაზრდა რეჟისორის ხედვით შექმნილი ფილმი - „დასაწყისი“ კარგად ასახავს საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ შეზღუდვებს, იანას პერსონაჟის საოცარი პორტრეტისა და მისი შინაგანი ტანჯვის ჩვენებით, რაც მთლიანობაში ქმნის დრამატულ ამბავს  რელიგიური ფანატიზმის ფონზე. 

აღნიშნული ფილმი წარდგენილი იყო ნიუ-იორკის, ბუსანისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე, სადაც მან  Fipresci International Critics-ის ჯილდო მოიპოვა.



ავტორი : მარიამ ქურასბედიანი