Le Papier - Jacquemus-ის ახალი კოლექცია

საფრანგეთში, არლში Jacquemus-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სრულიად თეთრი სამოსი ღია ცის ქვეშ, მარილის მთებს შორის წარადგინეს. როგორც სიმონ პორტ ჟაკემუსმა განაცხადა, Le Papier ერთგვარი განახლებაა, კოლექცია შთაგონებულია სამუშაო პროცესის დასაწყისით, როდესაც ჯერ არაფერი გაქვს, სუფთა ფურცლის გარდა. 

 

Le Papier მართლაც შეიძლება ჩავთვალოთ განახლებად, რადგან ბრენდი ზოგადად ფერადი ტანსაცმლით გამოირჩევა. თეთრი, მინიმალისტური კოლექცია და მარილის სვეტები კი Jacquemus-ის ზოგად სტილთან უცნაურ კონტრასტს ქმნის.

კოლექცია აერთიანებს ყოველდღიურ ტანსაცმელსა და საქორწინო კაბებს, როლებიც ჟაკემუსისა და მარკო მაესტრის მომავალი ქორწილითაა შთაგონებული. ტანსაცმელი თეთრისა და სპილოსძვლისფერის სხვადასხვა ტონალობებთან ერთად შიგადაშიგ კონტრასტული შავი აქსესუარებით არის გაფორმებული. 

ამავე კოლექციაში შედის Jacquemus-ისა და Nike-ის კოლაბორაცია, სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელები. 

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Hypebeast, Jacquemus, Vogue