ლიმენი - თამო ჯუღელის და ნინა კინწურაშვილის გამოფენა სვანეთის მუზემში

ლიმენი ორი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, ნინა კინწურაშვილის და თამო ჯუღელის პირველი სამუზეუმო გამოფენაა, რომელსაც გალერეა ართბითი შაბათს, 5 ივნისს, სვანეთის მუზეუმში წარმოგიდგენთ და მისი ნახვა 25 ივლისამდე შეგეძლებათ. გამოფენაზე შეხვდებით ყველანაირ სოციალურ სივრცესა თუ კონცეფციას, სადაც ლიმენარული კონდიციებია არეკლილი. ამ სივრცეების კვლევა იდენტობის ჩამოყალიბებას, გავრცობას ექვემდებარება, სადაც გამოიხატება ჩვენი შუამავალი, გარდამავალი  კონდიციები. ლიმინარულ სამყაროში ჩვენი გონება აღწევს იმ ტრანზიტულ წიაღს, თავისუფლდება ყველა ნორმატიული კონტექსტიდან და ირაციონალურისა და რაციონალურის, ორგანულისა და სტერილურის, წარმოსახვით ზოომორფულისა და ანტროპომორფულის ზღვარზე იმყოფება.


ახალგაზრდა ხელოვანები ერთობლივ ნამუშევრებში წარმოგვიდგენენ ჩვენს დღევანდელ, კულტურული პარადოქსებით სავსე რეალობაში გაბატონებულ კოდებზე დაფუძნებულ ახალ ვიზუალურ ენას, რომელიც დასაბამს იღებს დასავლური ანიმაციიდან, პოპისგან, ქართული საკრალური არტეფაქტებისგან, second-hand კაპიტალიზმისგან და საბჭოთა პროპაგანდის ნარჩენებისგან.

გამოფენა იქნება აბსურდული და საკრალური დეკონსტურქცია, სადაც კოლექტიური ქვეცნობიერიდან პატარ-პატარა ნაწილაკებმა საკუთარი კვალი დატოვეს და სადაც ამ უცნობი სივრციდან ამოგლეჯილი და გადაადგილებული ობიექტები ელიან მათ საბოლოო დანიშნულების ადგილს.

 



ავტორი : ლიკა ხუნდაძე