მატარებელი უეს ანდერსონის დიზაინით

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Belmond-ისა და უეს ანდერსონის თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა. ამერიკელმა კინორეჟისორმა, რომლის ფილმები სიმეტრიული კადრებითა და დახვეწილი დიზაინის ინტერიერებით გამოირჩევა, Belmond British Pullman-ის დაკვეთით ვაგონ Cygnus-ის დიზაინზე იმუშავა.



Belmond British Pullman-ის მატარებელი მგზავრებს
London Victoria-დან გაერთიანებული სამეფოს გარშემო ამოგზაურებს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ Cygnus-ის ინტერიერი ანდერსონის The Grand Budapest Hotel-ს მოგაგონებთ ან სულაც The French Dispatch-ის მსგავს გარემოში ამოგაყოფინებთ თავს. 



ვაგონში, რომელიც 50-იანი წლების შთაგონებითაა შექმნილი, შეამჩნევთ ზურმუხტისფერ სავარძლებს, მათთან შეხამებულ დახვეწილ ჭურჭელს, სხვადასხვა ორნამენტებით მოხატულ კედლებსა და უეს ანდერსონის ხედვისათვის დამახასიათებელ სხვა დეტალებს.



როგორც ამერიკელი რეჟისორი Architectural Digest-თან ჩაწერილ ინტერვიუში ამბობს, იგი ყოველთვის გიჟდებოდა მატარებლებზე. პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მათი ინტერიერის დიზაინზე მუშაობა ისედაც ხშირად უხდებოდა, რეალურ ცხოვრებაში კი ამგვარ შემოთავაზებაზე უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებოდა.



თუ იმყოფებით ლონდონში და უეს ანდერსონის დიზაინით მოწყობილ ვაგონ Cygnus-იდან სიამოვნებით დაიწყებდით მოგზაურობას, ადგილი შეგიძლიათ დაჯავშნოთ
აქ.



ავტორი : ანა გაბისიანი