Mean Girls მიუზიკლის სახით ბრუნდება

Mean Girls ეკრანებზე ბრუნდება, თუმცა ამჯერად ფილმი ტინა ფეის ბროდვეის პიესაზეა დაფუძნებული. ახალი ინფორმაცით ქეიდის, რეჟინას, ჯანისის და დემიანის როლებში ანგური რაისს, რენე რეპს, აული’ი კრავალჰოს და ჟაკელ სპივის ვიხილავთ, ტინა ფეი და ლორნ მაიკლსი კი პროდიუსერები იქნებიან.


Mean Girls-ის მიუზიკლი თავდაპირველი ფილმის სცენარისტმა, ტინა ფეიმ ბროდვეისთვის დაწერა და თეატრში ის 2018 წლიდან 2020 წლამდე, პანდემიამდე იდგმებოდა. ამჯერად პიესის ადაპტაცია Paramount+-ზე გამოვა.

 

ქეიდი ჰერონის როლში, რომელსაც ფილმში ლინსდი ლოჰანი ასრულებს, ამჯერად ანგური რაისი იქნება. რაისი ძირითადად კომედიურ ფილმებში თამაშობს, მათ შორის - Honor Society-ში და Senior Year-ში. რენე რეპსი Sex Lives of College Girls-ის ვარსკვლავია, აული’ი კარვალჰო კი დისნეის Moana-ს გამხმოვანებელია. ფილმში ის ჯენის იანის როლს შეასრულებს. 

მიუხედავად იმისა, რომ Mean Girls-ის მიუზიკლის შემადგენლობა ნაწილობრივ უკვე ცნობილია, ზოგიერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა. მაგალითად, უცნობია, ვინ ითამაშებს დირექტორი დუვალის ან აარონ სამუელის როლს. აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა და სცენარის შესახებაც ბევრი დეტალი უცნობია. 

 


ავტორი: ტატო ანთაძე