რია ქებურიას ფონდის გალერეაში გამოფენა Open Studios გაიხსნა

რია ქებურიას სარეზიდენციო პროგრამის, Open Studios-ის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა 17 ოქტომბერს გაიხსნა და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფური გამოფენის მთავარი თემა პოსტპანდემიურ რეალობას უკავშირდება და ათი ახალგაზრდა არტისტის მხრიდან დღევანდელ რეალობაზე შემოქმედებით რეფლექსიას გულისხმობს. 



ანი თოიძე

როგორც ფონდის დამფუძნებელმა რია ქებურიამ Hammock Magazine-თან ჩაწერილ ინტერვიუში ახსენა, გამოფენის კონცეფცია უინსტონ ჩერჩილის სიტყვების გარშემო ვითარდება, რომელიც იმდენად აბსტრაქტულია, რომ რთულია გაიგო, იგი მოვლენის დასაწყისზე მიუთითებს თუ მის დასასრულზე გვესაუბრება. 


თორნიკე რობაქიძე

“ეს არაა დასასრული. ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, თუმცა შესაძლოა, დასაწყისის დასასრული იყოს,” - უინსტონ ჩერჩილი.


თეო მასპინძელაშვილი


ანასტასია კვანჭახაძე

გამოფენის ნახვა შესაძლებელია კაჭრეთის “ამბასადორში”, ფონდის გალერეაში. ჯგუფურ გამოფენაზე მონაწილეობენ ხელოვანები: თორნიკე რობაქიძე, მაკო ლომაძე, სოფია მესხი, ანა ხუბაევა, ანასტასია კვანჭახაძე, თორნიკე ხადური, ნიკა კოპლატაძე, თეო მასპინძელაშვილი, იოანა წულაია და ანი თოიძე. 

ნიკა კოპლატაძე



ავტორი : ანა გაბისიანი