Silvered - ტონი ჯასთის პერსონალური გამოფენა Kona Books-ში

29 ივნისს, 16:00 საათზე Kona Books-ში ტონი ჯასთის გამოფენა გაიხსნება, რომლის კურატორიც ნინა ახვლედიანია. Kona Books, თბილისში მდებარე გამომცემლობა და წიგნის მაღაზიაა, რომელიც ინტერდისციპლინურ პროექტებზე მუშაობს.

 

 

ტონი ჯასთი ბერლინში მცხოვრები ამერიკელი არტისტია. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მისი ნამუშევრები იფინება ნიუ-იორკში - Brown's Enterprise-ში, Karma-სა და MoMA PS1-ში, ბერლინში - Efremidis-ში, მილანში, ლოს-ანჯელესსა და ციურიხში. ტონი ჯასთის შემოქმედება ფერებისა და ფორმების მედიტაციურ თვისებებზეა კონცენტრირებული, შემოქმედებითი პროცესის მთავარი ნაწილი კი მასალასთან სხეულით ურთიერთობაა.


ტონი ჯასთისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საქართველო, რადგან აქ მას მართლმადიდებლური ფრესკებისა და ხატების შესწავლის საშუალება მიეცა. 2021-2022 წლებში მიმდინარე “პროპაგანდას” რეზიდენციის ფარგლებში ის მუშაობდა ახალ ნამუშევრებზე, გარდა ამისა, მან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტებს ფერებისა და ფორმების ე.წ. Channeling პრაქტიკა გაუზიარა.

გამოფენაზე ჯასთის გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მისი სახელოვნებო წიგნები და მონოქრომატული ნახატი, რომელიც არტისტმა საგამოფენო დარბაზის კედელზე, ერთ-ერთი სახელოვნებო წიგნის მიხედვით შექმნა.

 

 

ფოტო: Tony Just, Riemenschneider Im Taubertal, 2020 Courtesy of the artist and Efremidis, Berlin,

Tony Just, Schönes Geld Aus Zwei Jahrtausenden, 2020 Courtesy of the artist and Efremidis, Berlin