თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

დღეს ქართული მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - Mercedes Benz-ის მოდის კვირეული იწყება -   6 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით ქართველი დიზაინერები თავიანთ შემოქმედებას  - შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს - კვირეულის ციფრულ პლატფორმა  - www.mbfwtbilisi.online-ზე წარადგენენ. აღნიშნული ონლაინპლატფორმა მაყურებელს  უნიკალურ მულტიმედიურ კონტენტს შესთავაზებს, რომელიც მოიცავს როგორც ინტერვიუებს, დიზაინერების დღიურებსა და დასამახსოვრებელ მომენტებს კულისებიდან, ასევე ვირტუალური  შოურუმების ჩვენებასაც.


თბილისის Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში მსოფლიო აუდიტორიას თავიანთ ბოლო კოლექციებს 15 დიზაინერი წარუდგენს,  შედგება რამდენიმე მათგანის დებიუტიც.  ვირტუალური სივრცე ორგანიზებულია კალენდრით, რომელიც თითოეულ ბრენდს ერთ საათს უთმობს და  მაყურებელსა და ოპერატორებს  ხელმისაწვდომ დღის განრიგს სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შემთხვევისათვის ბრენდებსა და დიზაინერებს სპეციალურ პრიზს Georgian Fashion Foundation გადასცემს. 



ჩვენებები თბილისში მდებარე  ყოფილ კოკა-კოლას ფაბრიკაში, ხელოვნებისა და კულტურის საგანმანათლებლო ცენტრში  -  27,800 კვადრატული მეტრის არეალის მქონე სივრცეში მოეწყობა, სივრცეში, რომელიც დიზაინერებს, არტისტებსა და ფოტოგრაფებს მისცემს თავიანთი შემოქმედების წარდგენის, ხედვის განვითარებისა და მსგავსი აღქმისა და გემოვნების მქონე ადამიანებისათვის იდეების გაზიარების შესაძლებლობას. ეს ურბანული სივრცე საქართველოს შემოქმედებისა და ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის ხელოვნების, მოდისა და დიზაინის ინტერაქციის საშუალებით ხელის შეწყობას ისახავს მიზნად.



პანდემიური რეალობით გამოწვეული შეზღუდვები გახდა მიზეზი ისეთი ვირტუალური სივრცის შექმნისა, რომელშიც ადგილობრივი თუ უცხოელი დიზაინერები, მედია, მოდის კრიტიკოსები თუ სხვა კულტურული დაწესებულებების წარმომადგენელები შეიკრიბებიან და ხელოვნებისა და მოდის ერთ ჭერქვეშ გაერთიანების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ.



თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის
კვირეულის განრიგი კი, საქართველოს დროით, ასე გამოიყურება:

 6 მაისი/ ხუთშაბათი:

ANOUKI - 20:00

RECKLESS - 21:00

7 მაისი/ პარასკევი:

YANA BESFAMILNAYA - 18:00

BLIKVANGER - 19:00

TIKO PAKSA - 20:00

DALOOD - 21:00

8 მაისი/ შაბათი:

TAKO MEKVABIDZE - 16:00

MACH&MACH - 17:00

KOMBINIZONA - 18:00

INGOROKVA - 20:00

9 მაისი/კვირა

AKA NANITA - 17:00

TEYO - 19:00

SITUATIONIST - 20:00



ავტორი : ანი კლდიაშვილი