წლის საუკეთესო ფილმი და “ოსკარის” 93-ე ცერემონიის სხვა გამარჯვებულები

კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოების, “ოსკარის”  93-ე ცერემონიის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გამართული ცერემონია, რომელსაც მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები ესწრებოდნენ, წელს უჩვეულო რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ოსკარის” 93-ე ცერემონიაზე ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შეიქმნა. 


კინემატოგრაფიის ამერიკული აკადემიის გადაწყვეტილებით,  წლის საუკეთესო ფილმი აზიელი რეჟისორის, ქლოი ჟაოს Nomadland გახდა. ამასთან, ქლოი ჟაო ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში პირველი აზიელი ქალი გახდა, რომელმაც ოსკარი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ფილმი დაქვრივებულ და სამსახურის გარეშე დარჩენილ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც ფურგონში ცხოვრებასა და ამერიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს. მსახიობმა ფრენსის მაკდორანდმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, აკადემიის ჯილდო სწორედ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო. 


გამარჯვებულებს შორისაა ფრანგი რეჟისორის, ფლორიან ზელერის ფილმ Father-ის მსახიობი ენტონი ჰოპკინსიც. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი ფილმში ინგლისელ მსახიობ ოლივია კოლმანთან ერთად თამაშობს, რომლებიც მამისა და შვილის დაბრკოლებებითა და დაბნეულობით სავსე ურთიერთობის შესახებ გვიამბობენ. რაც შეეხება მეორე ჯილდოს, ფილმმა ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში მოიპოვა. 




ცერემონიამდე განსაკუთრებულ წარმატებას კორეელი რეჟისორის, ლი ისააკ ჩუნგის ფილმ Minari-ში მონაწილე მსახიობ იუნ იუ-ჯუნგსაც უწინასწარმეტყველებდნენ. წინასწარმეტყველება გამართლდა და იუნ იუ-ჯუნგი პირველი კორეელი ქალი გახდა, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ბრიტანელი მსახიობი დენიელ კალუია კი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციის გამარჯვებულია, რომელიც ამერიკელი რეჟისორის, შაკა კინგის 2021 წლის ბიოგრაფიულ დრამაში - Judas and the Black Messiah-ში ამერიკელი აქტივისტის, ფრედ ჰემპტონის როლს ასრულებს. 


Walt Disney Pictures-ისა და Pixar-ის ანიმაციური სტუდიის ერთობლივი ნამუშევარი Soul კინოაკადემიის ისტორიაში ოსკარის მფლობელი ის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გახდა, რომელიც ამერიკის კინოთეატრებში არ უჩვენებიათ. პიტ დოკტერისა და კემპ პაუერსის ეს ნამუშევარი გამორჩეულია იმითაც, რომ ის Pixar-ის პირველი ანიმაციაა, რომლის პროტაგონისტიც ჯეიმი ფოქსის მიერ გახმოვანებული შავკანიანი გმირია. ანიმაციამ ცერემონიაზე მეორე ჯილდოც დაიმსახურა და ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის ოსკარი გადაეცა. 

ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა:

საუკეთესო ფილმი:

2021 წლის საუკეთესო ფილმის ჯილდოსთვის რვა ფილმი იბრძოდა:

  • The Father
  • Judas and the Black Messiah
  • Mank
  • Minari
  • Nomadland ( გამარჯვებული)
  • Promising Young Woman
  • Sound of Metal
  • The Trial of the Chicago 7

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

  • ენტონი ჰოპკინსი, The Father (გამარჯვებული)
  • რიზ აჰმედი, Sound of Metal
  • გარი ოლდმენი, Mank
  • სტივენ იანი, Minari
  • ჩედვიკ ბოუსმენი, Ma Rainey’s Black Bottom

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • კერი მალიგანი, Promising Young Woman
  • ვანესა კირბი, Pieces of a Woman
  • ფრენსის მაკდორმანდი, Nomadland (გამარჯვებული)
  • ანდრა დეი, The United States Vs. Billie Holiday 
  • ვაიოლა დევისი, Ma Rainey’s Black Bottom

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

  • საშა ბარონ კოენი, The Trial of the Chicago 7
  • დენიელ კალუია, Judas and the Black Messiah (გამარჯვებული)
  • ლესლი ოდომი, One Night in Miami
  • პოლ რაჩი, Sound of Metal
  • ლაკიტ სტენფილდი, Judas and the Black Messiah

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

  • მარია ბაკალოვა, Borat Subsequent Moviefilm
  • გლენ ქლოუზი, Hillbilly Elegy
  • ოლივია კოლმანი, The Father
  • ამანდა სეიფრიდი, Mank
  • იუნ იუ-ჯუნგი, Minari (გამარჯვებული)

საუკეთესო რეჟისორი:

  • თომას ვინტერბერგი, Another Round
  • დეივიდ ფინჩერი, Mank
  • ლი ისააკ ჩუნგი, Minari
  • ქლოი ჟაო, Nomadland (გამარჯვებული)
  • ემერალდ ფენელი, Promising Young Woman

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

  • Onward
  • Over the Moon
  • Shaun the Sheep Movie: Farmageddon
  • Soul (გამარჯვებული)
  • Wolfwalkers

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

  • Burrow
  • Genius Loci
  • If Anything Happens I Love You (გამარჯვებული)
  • Opera
  • Yes-People

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

  • Judas and the Black Messiah
  • Minari
  • Promising Young Woman (გამარჯვებული)
  • Sound of Metal
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

  • Borat Subsequent Moviefilm
  • The Father (გამარჯვებული)
  • Nomadland
  • One Night in Miami
  • The White Tiger

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი:

  • Another Round (დანია) (გამარჯვებული)
  • Better Days (ჰონკონგი)
  • Collective (რუმინეთი)
  • The Man Who Sold His Skin (ტუნისი)
  • Quo Vadis, Aida? (ბოსნია და ჰერცეგოვინა)

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

  • Da 5 Bloods
  • Mank
  • Minari
  • News of the World
  • Soul (გამარჯვებული)

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის:

  • Fight for You — Judas and the Black Messiah (გამარჯვებული)
  • Hear My Voice — The Trial of the Chicago 7
  • Húsavík — Eurovision Song Contest
  • Io Si (Seen) — The Life Ahead
  • Speak Now — One Night in Miami

საუკეთესო ხმის რეჟისურა:

  • Greyhound
  • Mank
  • News of the World
  • Soul
  • Sound of Metal (გამარჯვებული)

საუკეთესო მხატვრობა:

  • The Father
  • Ma Rainey’s Black Bottom
  • Mank (გამარჯვებული)
  • News of the World
  • Tenet

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი:

  • Emma
  • Mank
  • Ma Rainey’s Black Bottom (გამარჯვებული)
  • Mulan
  • Pinocchio

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

  • Emma
  • Hillbilly Elegy
  • Ma Rainey’s Black Bottom (გამარჯვებული)
  • Mank
  • Pinocchio

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი:

  • Judas and the Black Messiah
  • Mank (გამარჯვებული)
  • News of the World
  • Nomadland
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო მონტაჟი:

  • The Father
  • Nomadland
  • Promising Young Woman
  • Sound of Metal (გამარჯვებული)
  • The Trial of the Chicago 7

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

  • Love and Monsters
  • The Midnight Sky
  • Mulan
  • The One and Only Ivan
  • Tenet (გამარჯვებული)

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

  • Collective
  • Crip Camp
  • The Mole Agent
  • My Octopus Teacher (გამარჯვებული)
  • Time

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი:

  • Colette (გამარჯვებული)
  • A Concerto Is a Conversation
  • Do Not Split
  • Hunger Ward
  • A Love Song for Latasha

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:

  • Feeling Through
  • The Letter Room
  • The Present
  • Two Distant Strangers (გამარჯვებული)
  • White Eye

    ფოტოების წყარო:

    1. businessinsider.com.au

    2. www.imdb.com


ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე