16 ივნისს რესტორან “ველერში” საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება

რესტორანიველერიორგანიზაციაჩართესთანთანამშრომლობით 16 ივნისს საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლებს. რესტორნის მენიუ შუააღმოსავლურ კერძებს აერთიანებს და იქ მისულ სტუმრებს ყოველთვის სასიამოვნო საღამოს სთავაზობს. თბილისს "ველერის" გუნდის ორგანიზებით ლონდონიდან შეფმზარეული  ადრიან ჰერნანდეზ ფარინა ეწვევა, რომელიც 16 ივლისს დაგეგმილ  საქველმოქმედო ვახშამზე  სტუმრებს თანამედროვე მექსიკური კერძებით, თემატური კოქტეილებითა და ბიოდინამიკური მეთოდით დამზადებული ღვინით გაუმასპინძლდება.

 

 

ველერისდირექტორის, კაწია სამსონაძის თქმით, საქველმოქმედო ვახშმის იდეა რესტორნის გახსნასთან ერთად გაჩნდა.   “ველერმა” charte.ge-სთან თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყოპირველ საქველმოქმედო ვახშამზე სტუმრებს თანამედროვე ინდური კერძებით გავუმასპინძლდით. შევეცადეთ, რომ ჩვენთან მოსული სტუმრებისათვის განსაკუთრებული საღამო მოგვეწყო და მათთვის ისეთი კულინარია შეგვეთავაზებინა, რაც თბილისში ნაკლებად ხელმისაწვდომი, უცხო და კრეატიულია. სწორედ ამიტომ, გასული წლის  17 ნოემბერს  ლონდონიდან მოვიწვიეთ ინდური წარმოშობის ბრიტანელი შეფმზარეული, რომელიცველერისგუნდთან ერთად ღონისძიების სტუმრებს ძალიან საინტერესო მენიუთი გაუმასპინძლდაპირველი  საქველმოქმედო საღამოს შედეგებმა კი აჩვენა, რომ ჩვენი და "ჩართეს" გუნდის თანამშრომლობა უნდა გაგრძელებულიყო.  2021 წლის  17 ნოემბრის ღონისძიებაზე შემოსული თანხით ჩვენ  ერთად შევძელით   ბავშვისთვის საჩუქრად გადაგვეცა   ახალი  კომპიუტერები და ინტერნეტის ერთწლიანი პაკეტი”, -  ამბობს კომპანიის დირექტორი კაწია სამსონაძე.

 

 

საქველმოქმედო ვახშმის მიზანი სოციალურად დაუცველი მოზარდების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ორგანიზაციაჩართესგუნდი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების განათლების ხარისხის ამაღლებაზე წლებია აქტიურად მუშაობს და რესტორანველერთან”  თანამშრომლობაც ამ მიზნის ერთობლივი ძალებით განხორციელებას ემსახურება.  16 ივნისს  “ველერისადაჩართესორგანიზებით მოწყობილი საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული თანხით მოზარდები ისევ მიიღებენ საჩუქრად ინტერნეტის ერთწლიან პაკეტსა და კომპიუტერებს. მექსიკური ვახშმის ღირებულება 200 ლარს შეადგენს.

 

 

ველერისწარმომადგენლების  განცხადებით, 2022 წლის ბოლომდე  რესტორნის ერთგული  სტუმრებისთვის არაერთი საინტერესო ღონისძიება და საღამოა დაგეგმილი

 

 

ღონისძიების პარტნიორები:

გ.დ. ალკო

მათიაშვილის მარანი

ხოხბის ცრემლები

ბაგრატის მარანი

აგრო ლაბი

 

 

 

ფოტო: Lucmschofield