2021 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები

2021 წელს კანის 74-ე კინოფესტივალი გაიმართა. ფესტივალი გაიხსნა ლეო კარაქსის ფილმით „ანეტი“. პანდემიის გამო ფესტივალის ჩატარება 2020 წელს ვერ მოხერხდა, რამაც წლევანდელ დაჯილდოებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა. ამასთანავე, მრავალფეროვანია მონაწილეთა სიაც. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რომელსაც კინომოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ, უეს ანდერსონის French Dispatch იყო. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ მეგი ჯილენჰოლი, ჯესიკა ჰოსნერი, მელანი ლორენი, კლებერ მენდონსა ფილიო და სხვები.


ცნობილია გამარჯვებულების სია: 

 

ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო, რეჟისორ ჯულია დუკორნოს ერგო ფილმისთვის „ტიტანი“. ფაქტობრივად ამ  ისტორიული გამარჯვებით, დუკარნო პირველი ქალი გახდა, რომელმაც ჯეინ კამპიონის შემდეგ („პიანინო“, 1993) ოქროს პალმის რტო მიიღო. წლევანდელ კანის კინოფესტივალზე ფილმს ბევრი ღირსეული კონკურენტი ჰყავდა; ახალი ფილმებით გამოჩნდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან - ლეო კარაქსი, უეს ანდერსონი, ასღარ ფარჰადი. 


საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფრანგმა ლეო კარაქსმა მიიღო მიუზიკლისთვის „ანეტი“.

საუკეთესო  მსახიობის ჯილდოები გადაეცათ რენატე რეინსვეს და ლენდრი ჯონსს ფილმებისთვის - „ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ და „ნიტრამი“.



ფესტივალის გრანპრი ორმა ფილმმა დაიმსახურა: „გმირი“ (რეჟ. ასღარ ფარჰადი) და „კუპე No.6“ (რეჟ. იუჰო კოუსმანენი).

საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო ერგო ფილმს „ატარე ჩემი მანქანა“ (რეჟ. რიუსუკე ჰამაგუჩი). გრანპრის მსგავსად, ორმა ფილმმა მიიღო ჟიურის პრიზიც - „აჰედის მუხლი“ (რეჟ. ნადავ ლაპიდი) და „მემორია“ (რეჟ. აპიჩატპონგ  ვირასეთაკული).


საპატიო ოქროს პალმის რტო დაიმსახურეს ჯოდი ფოსტერმა და მარკო ბელოჩიომ.



ავტორი : ანი შამათავა