აავსე შენი ზაფხული განსაკუთრებული მომენტებით - მეამა ქოლექთმა ქუთაისსა და ბათუმში ემოციების შეგროვების კამპანია დაიწყო

შეაგროვე ემოციების ნაკრები, მოიარე შენი საყვარელი ადგილები ქუთაისსა და ბათუმში და გაუზიარე განსაკუთრებული მომენტები სხვებს - "მეამა ქოლექთის" საზაფხულო კამპანია დაიწყო.



ზაფხულის განმავლობაში ორ ქალაქში: ბათუმსა და ქუთაისში არომატული ყავის მოყვარულებს, მეამა ქოლექთისციფრული პლატფორმის მეშვეობით ემოციების შეგროვება ორიგინალურ ფორმატში შეეძლებათ



მეამა ქოლექთშიმომზადებული უნიკალური გემოს ყავისა და ჩაის კოქტეილები   ქუჩაში სეირნობის დროს ადამიანის საუკეთესო თანამგზავრია. სწორედ სეირნობას და განსაკუთრებული ემოციების შეგროვებას უკავშირდება მეამა ქოლექთის საზაფხულო კამპანიაც



ჩვენს ცხოვრებაში არის ბევრი პატარ-პატარა მომენტი, რომელსაც შეუძლია დიდი ემოციები განგვაცდევინოს. ამ მომენტებს განვიცდით სხვადასხვა უნიკალურ ადგილებში, რომლებიც ჩვენს ქალაქებში ყოველდღიურად გვხვდება. ბათუმსა და ქუთაისშიც უამრავი ასეთი საინტერესო ადგილია, რომელიც ყოველდღიურ ქაოსურ რეჟიმში შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს და სრულფასოვნად ვერ დავაფასოთ. Სწორედ ამ ადგილებში უნიკალური ემოციების შეგროვება გახდა "მეამა ქოლექთის" საზაფხულო კამპანიის შთაგონების წყარო. სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით დადებითი ემოციების განცდა, საინტერესო ადგილების აღმოჩენა და განსაკუთრებული მომენტების სხვებისთვის გაზიარება მეამა ქოლექთთანერთად არის შესაძლებელი.  



"მეამა ქოლექთში" მისულ ადამიანებს, სასმლის შეძენისას შეეძლებათ აირჩიონ მათთვის სასურველი ემოციის შესაბამისი სტიკერი. ასევე, მომხმარებელი ჭიქაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით აღმოაჩენს უნიკალური ემოციების ნაკრებს, რის შემდეგაც მათ შეგროვებას ქუთაისსა და ბათუმში დაიწყებს. ვებპლატფორმაზე გადასვლისას მომხმარებელი თავად ირჩევს, რომელი ემოციის შეგროვება სურს, ქალაქის რომელ წერტილში და შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, როგორც უკვე შემოთავაზებული ლოკაციებით, ასევე თავადაც ესტუმროს სხვადასხვა ადგილს, შეაგროვოს უნიკალური ემოციების ნაკრები, გადაიღოს ფოტოები და გაუზიაროს სხვებს



კამპანიის ფარგლებშიმეამა ქოლექთმა”, როგორც სიახლეების მოყვარულმა და ორიგინალური გადაწყვეტილებებით სახელგანთქმულმა ბრენდმა, არასტანდარტული ფორმატის ვიდეორგოლებიც შემოგვთავაზა. ამ ვიდეოებში ვეცნობით ისტორიებს ახალგაზრდებზე, რომლებიც "მეამა ქოლექთის" კოქტეილებთან ერთად მშობლიურ ქალაქში თავდავიწყებით ატარებენ დროს და განსაკუთრებული ემოციების ნაკრებს აგროვებენ. ვიდეორგოლებისთვის შეიქმნა ორი ახალი სიმღერა, რომლებიც ბათუმისა და ქუთაისის ინდივიდუალურ ხასიათს იდეალურად გადმოსცემს. მუსიკის შექმნაზე მეამა ქოლექთმაქართველ მუსიკოსებთან - ნინი ნუცუბიძესთან, გიორგი გიგაშვილთან და მარიამ ჯანჯღავასთან ერთად იმუშავა. ბათუმსა და ქუთაისზე შექმნილი ახალი სიმღერების მოსმენას მეამას YouTube არხზე შეძლებ.



"მეამა
ქოლექთის" საზაფხულო კამპანიისთვის შეიქმნა უნიკალური ტიპოგრაფიაც, რომელიც მომრგვალებული ფორმებით და ჰაეროვნებით გამოირჩევა. ახალი ტიპოგრაფიის შექმნის მიზანი სწორედ მეამა ქოლექთისსაზაფხულო კამპანიის იდენტობისა და ხასიათის გადმოცემა იყო



შეგროვებული
ემოციების გაზიარება როგორც კამპანიის ვებგვერდზე, ასევე საკუთარ Facebook და Instagram “სთორიშიცშეგიძლია. ვიდეოებისა თუ ფოტოების გასაფორმებლად მეამა ქოლექთის სტიკერების ნაკრებს და ორ ახალ სიმღერასაც აღმოაჩენ. მოკლედ, ქუთაისსა და ბათუმში ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ განსაკუთრებული ემოციები შეაგროვო, მივიწყებული ან ჯერ კიდევ შენთვის უცნობი ადგილები თავიდან აღმოაჩინო და შეიქმნა ამაღლებული საზაფხულო განწყობა.