ალასკის ცხოვრების სტილი - თევზი ოკეანიდან პირდაპირ საქართველოში



მუდმივი თოვლით დაფარული მყინვარები, სწრაფი მთის მდინარეები და ოკეანის მიუდგომელი ნაპირები - ასეთია ალასკა. აქ თევზაობა ტრადიციული საქმიანობაა - მისი ტექნიკები და მკაცრი წესები მამიდან შვილს გადაეცემა. მათ იციან: დღეს თევზი ისე უნდა დაიჭირონ, რომ ხვალ მისი რაოდენობა არ შემცირდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა მომავალი თაობებისთვის რესურსი შენარჩუნდეს. 

ჰეიზერ და კირკ ჰარდქასლები ტრადიციულ ალასკურ მეთევზეობას მისდევენ. წყვილმა ერთმანეთი მაუიში, 1998 წელს გაიცნო. ჰეიზერს აკადემიური ხარისხი აქვს გარემოს მენეჯმენტსა და ბიოლოგიაში, კირკს კი - ოკეანის ბიოლოგიასა და გარემოს ფიზიოლოგიაში. 

კირკი ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაიზარდა. შეფმზარეულად მუშაობისას გაიგო ერთი მარტივი ჭეშმარიტება: საკვების ხარისხსა და არომატზე დიდ გავლენას მისი წარმოშობის ადგილი ახდენს. სწორედ ამიტომაც, ყოველთვის იცოდა, რომ ოდესმე ალასკაზე მოხვდებოდა. 

ჰეიზერი კი ალასკაში იყო გაზრდილი, ოკეანეში თევზაობდა ბავშვობიდან მშობლებთან ერთად. დღეს ისინი ალასკაში საოჯახო მეურნეობას უძღვებიან. 

„ეს არაა ჩვეულებრივი სამსახური, რომლითაც თავის რჩენა შეგიძლია. იმიტომ თევზაობ, რომ ეს შენი ცხოვრების სტილია“, ამბობს ჰეიზერი.  ალასკა აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა იმ შტატებიდან, სადაც თევზს იჭერენ. თევზჭერებისთვის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. აქაური თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, ეს კი ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.  ალასკის რეგიონში აკვაკულტურა აკრძალულია. აქ ვერ შეხვდებით ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმებს. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მასზე ადამიანს მინიმალური გავლენა მოუხდენია. 

ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისაგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ პროდუქტებად. 

მიუხედავად თევზის მრავალფეროვნებისა, ძალზე ცოტაა ისეთი თევზი დარჩენილი, რომელიც საწყისი სახით შემოგვრჩა. წყნარი ოკეანის ორაგულისებრთა სახეობის თევზი (ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული), რომელსაც ალასკასთან იჭერენ, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია. 

 

 რამ გაზარდა თევზზე მოთხოვნა? 



ASMI-ის ექსპერტი, ქსენია გოროვაიას თქმით, თევზზე მოთხოვნილების გაზრდა საზოგადოების ეკოლოგიზაციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეთა ზრდამ გამოიწვია. ომეგა 3-სრულფასოვანი ცხიმიანი მჟავებით გაჯერებული ჯანსაღი პროდუქტის რაციონში ჩართვის რეკომენდაციას მსოფლიოს წამყვანი ექიმები და დიეტოლოგები იძლევიან.
„ეს ტენდენცია კი კორონავირუსის პანდემიამ ააჩქარა, რადგან ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერებისა და დაავადების შემდეგ მისი აღდგენის აუცილებლობა გაუჩნდათ“, აღნიშნავს გოროვაია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მომხმარებელი სულ უფრო კარგად ერკვევა არამხოლოდ თევზის სახეობებში, არამედ - თევზჭერისა და მისი მომზადების საკითხებშიც. თევზის მოხმარების ზრდას აგრეთვე აკვაკულტურის განვითარებაც უწყობს ხელს. 





ველური თევზი ალასკიდან საქართველოში სწორედ გაყინული სახით შემოდის. იმისათვის, რომ სრულად შევიგრძნოთ ნამდვილი პრემიალური ხარისხის თევზის გემო და არომატი, საჭიროა დავიცვათ ყველა წესი მისი შერჩევის, შენახვის, გალღვობისა და მომზადების შესახებ. თევზს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული, არ უნდა იყოს ყვითელი ფერის, კანის დაზიანებით ან უსიამოვნო სუნით; ჭიქური თევზს ჟანგვისა და ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ მისი ფენა უნდა იყოს თხელი, ერთგვარი და გამჭვირვალე; შეფუთვა - თევზს ჟანგბადის ზემოქმედებისგან დამატებით იცავს, ყურადღება მიაქციეთ, რომ შეფუთვა დაზიანებული არ იყოს; თევზის შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე ჩადეთ ის საყინულეში, თევზის ხელახალი გაყინვა მის ხარისხს აზიანებს.

რაც შეეხება გალღვობას, თევზის ლღობა ხდება რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე, მაცივრის ქვედა თაროზე, 10-24 საათის განმავლობაში. სასურველია, პროდუქტი სადრენაჟე ჭურჭელზე იდოს, რათა გამოირიცხოს წყლის დაგროვება. პრემიალური თევზეულის შეძენა პირდაპირ ალასკადან საქართველოს დიდი სუპერმარკეტების დახლებიდანაცაა შესაძლებელი.