Anouki - FW 21-22

ანუკი არეშიძემ 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ  Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე წარადგინა, დიზაინერი ამჯერადაც არ დააღალატებს მოდის მოყვარულებს და კოლექციაში 50-60-იანი წლების ესთეტიკის მქონე ნაზ და ფემინურ კაბებს წარმოგვიდგენს, რომლებიც მოდის სამყაროს ცნობილ სახეებს - გრეის კელის, ავა გარდნერს და ელიზაბეტ ტეილორს - მოგვაგონებს.


შოუზე ჩვენ ამ კაბების მთელი რიგი ვარიაციები ვიხილეთ, იქნება ეს მდიდარი შავი ხავერდი, ბრჭყვიალა თუ ტყავის ქვედაბოლოები, ბალერინას კაბები, ტყავისა თუ მატყლის ქურთუკები. ყვავილები, რომლებიც  Anouki-ის კოლექციაში გასულ წელსაც მნიშვნელოვანი დეტალი იყო. 


წელს კი, როგორც დიზაინერი ამბობს, Anouki-ს მთლიანი კოლექცია შთაგონებული და შექმნილია იდეით, რომლის მიხედვითაც ამ სამოსში გამოწყობილმა ქალებმა შუაღამის ცაზე თავი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებად უნდა იგრძნონ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hammockmagazine (@hammockmagazine)

 



































ავტორი : ლიზა ხუნდაძე