ANOUKI - SS2021

გთავაზობთ  Anouki-ის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას, რომელიც დიზაინერმა ექსპერიმენტული ფორმით, ღია ცის ქვეშ, ბუნებაში წარმოგვიდგინა.

„წლების განმავლობაში ექსპერიმენტები ყოველთვის ANOUKI-ის ნაწილს წარმოადგენდა როგორც კონსტრუქციის, ასევე ფაბრიკაციისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით. მაგრამ ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ ვგრძნობთ ამგვარ გადაწყვეტას ბრენდის უკანასკნელ კოლექციებში, განსაკუთრებით კი ამ სეზონზე. 


ეს არის კოლექცია ქსოვილის ყველაზე მინიმალური ვარიაციებით, რაც კი ოდესმე გვქონია. ჩვენ თავიდან გამოვიყენეთ მარაგში არსებული ზოგიერთი მასალა - მატყლი, ბამბა, ვეგანური ტყავი, გავიმეორეთ წინა სეზონის ზოგიერთი სტილი (რომლებიც ყველაზე აქტუალურია, დროის მიუხედავად) და, რა თქმა უნდა, ბრწყინვალება, რომლის გარეშეც არ შეგვიძლია. ტანსაცმელი მამაკაცურ სილუეტს ატარებს, თუმცა პერანგები და კაბები ულტრაქალურია და ისინი ერთმანეთს აბალანსებს. 


ეს არის კოლექცია, რომელიც, ვფიქრობთ, რომ თანამედროვეობისთვის ადეკვატურია - უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ვგრძნობთ, რომ დროა, შევქმნათ ისეთი რამ, რაც იარსებებს უფრო დიდხანს და ყოველთვის დაგვაბრუნებს უკან, სწორედ ეს არის ANOUKI-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მთავარი გზავნილი”, - ნათქვამია კოლექციის პრესრელიზში.



ავტორი : მარიამ ქურასბედიანი