Balenciaga ახალ კოლექციას ვიდეოთამაშით წარადგენს

6 დეკემბერს Balenciaga ვიდეოთამაშს - Afterworld: The Age of Tomorrow გამოუშვებს, რომელშიც  დემნა გვასალიას 2021 წლის შემოდგომის კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
 

თამაში თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ოდესმე განხორციელებული ვიდეოპროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითია.  თამაშის მთავარი პერსონაჟი სხვადასხვა სივრცეში დავალებების შესასრულებლად მოძრაობს. Afterworld-ის ნარატივი წარსულ მითოლოგიაზეა დაყრდნობილი,  თუმცა მომავლის გამოსახულებებითაც მდიდარია.

ეს ორიგინალური ფორმატი დემნა გვასალიასთვის ტრადიციული მოდის ჩვენების ჩამნაცვლებელი ალტერნატივაა. Balenciaga-ს კოლექციის ჩვენებას დემნა პოდიუმზე ივლისში გეგმავს, მანამდე კი კორონავირუსის შეზღუდვების გამო, განსხვავებული გზების ძიება უწევს. 



ავტორი : მარიამ კალანდაძე