Balenciaga ჩვენებას ნიუ-იორკში გამართავს

22 მაისს ნიუ-იორკში ბალენსიაგას 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართება. მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას გადაწყვეტილებით, ბრენდი პანდემიამდელ რეალობას უბრუნდება და ორი წლის შემდეგ ნიუ-იორკში ბრუნდება.

 

 

საინტერესოა, რომ ბალენსიაგას 2022/23 წლის ზამთრის კოლექციის ჩვენებიდან მხოლოდ ორი თვეა გასული, კოლექციის პრეზენტაცია პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა. ხელოვნურ ქარბუქში მიმდინარე ჩვენება რუსეთ-უკრაინის  ომსა და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს ეხმიანებოდა.

 

 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა იქნება გაზაფხულის კოლექციის თემა, თუმცა ყალბ ასდოლარიანებზე დაბეჭდილი მოსაწვევები და ანონსის ვიდეო, რომელშიც ძველებური ფულის მთვლელია წარმოდგენილი, ცალსახად საინტერესო სანახაობისთვის გვამზადებს.

 

 

 

ფოტო: Demnagram, Vogue, Dezeen

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე