Balenciaga-მ ლონდონში ვარდისფერი Pop-up გახსნა

Balenciaga-მ ახალ Le Cagole კოლექციის გამოშვებასთან დაკავშირებით ლონდონში, Mount Street-ზე მდებარე მაღაზიის ინტერიერი მთლიანად ვარდისფერი ხელოვნური ბეწვით გააფორმა. მაღაზიის ინტერიერის შთაგონება ბრენდის მიერ წარსულში მაქსიმალისტური დიზაინით შექმნილი ცნობილი ჩანთა Le Cagole გახდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ იმავე ხაზის აქსესუარების და ფეხსაცმელების კოლექციაც დაემატა.


Balenciaga-მ საკუთარი მაღაზიის თაროებიდან პერმანენტული კოლექციები მთლიანად ჩამოიღო და მის მაგივრად სანათი სტრუქტურები დაამონტაჟა, რომელიც ბრენდის წარსულში განხორციელებულ პროექტებსა და ინსტალაციებში გამოიყენებოდა.


როგორც ბალენსიაგას წარმომადგენლები განმარტავენ, დემნას მიერ შექმნილი Le Cagole-ს ახალი დიზაინი ახლებური კუთხით გვაჩვენებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის დიდი ხნის წინ დადგენილ ფილოსოფიას: "ახალი ხაზი, რომელიც ჩანთებს, საფულეებს და ფეხსაცმელებს მოიცავს, Balenciaga-ს ამ ჩანთისთვის დამახასიათებელი მაქსიმალისტურ სტილს ჩვენს დროში სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს."

ფოტო: Balenciaga

ავტორი: გვანცა ჩანადირი