ბალენსიაგამ მაღალი მოდის კოლექცია TANK Shanghai-ს მუზეუმში აჩვენა

ესპანურმა მოდის სახლმა ბალენსიაგამ ღონისძიება ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში გამართა. ბრენდმა მაღალი მოდის 50-ე ჩვენება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  TANK Shanghai-ში წარმოადგინა. ბალენსიაგას შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დემნა გვასალიამ 30 ლუქიდან ერთი სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის შექმნა. კოლექციის 19 ლუქი უხილავ მანეკენებზე იყო წარმოდგენილი, რომლებიც დახვეწილი დიზაინის სივრცეში, ჩამოშვებული ფარდების ფონზე აჩვენეს. დანარჩენი 11 ლუქი კი განცალკევებულ სივრცეში წარმოადგინეს.




როგორც ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია აცხადებს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენებისათვის ჩინეთიდან ევროპაში მოგზაურობა შეუძლებელი იყო, მან ბალენსიაგას 50-ე “ოტ კუტიური” კოლექციის ჩინეთში ჩატანა თავის მოვალეობად ჩათვალა. “ვამაყობ, რომ ჩემი პირველი კუტიურ-კოლექციის ჩვენებით ჩინეთს ბალანსიაგას კულტურის, ხელობისა და მემკვიდრეობის მნიშვნელოვან მომენტს ვუზიარებ,” - აცხადებს ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Balenciaga (@balenciaga)

 



ავტორი : ანა გაბისიანი