ბალენსიაგას ახალი კამპანია ვარსკვლავების მონაწილეობით

21 ნოემბერს Balenciaga-ს 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის კამპანია გამოქვეყნდა, სადაც ნიკოლ კიდმანი, ბელა ჰადიდი და იზაბელ ჰუპერტი მონაწილეობენ. 


ჯოშუა ბრაითის ფოტოებში ისინი თითქოს სტერეოტიპულ ბიზნესმენებად გვევლინებიან. ინტერიერის შედარებით მონოქრომული დიზაინი, კოლექციის რბილ ფერებს და გამოკვეთილ კონტურებს თითქოს კონტრასტად გასდევს.


კამპანიის ვიდეოებში კი ვხედავთ როგორ მედიტირებენ მსახიობები ან უბრალოდ სელფებს ათვალიერებენ, რაც სერიოზულ ბიზნეს გარემოს ფონზე, უბრალო, სახალისო ყოველდღიურ მომენტებს წარმოაჩენს.


Balenciaga-ს ახალი კოლექციის ჩვენება პირველად  ნიუ იორკში, Wall Street Stock Exchange-ზე გამართულ შოუში ვიხილეთ, სადაც პოდიუმზე გამოსული მოდელების იდენტობა შავი ლატექსით იყო შენიღბული.

 

კოლექციის დიზაინი ნაწილობრივ მინიმალისტურ პრინციპებს ეყრდნობა, ნაწილობრივ კი Balenciaga-სთვის სახასიათო სპორტული ტანსაცმლის ელემენტებს შეიცავს.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე