ბექა გოჩიაშვილი და მაიკ მიტჩელი რადიო GIPA-ს ეთერში

რადიო GIPA-ს ეთერში (FM 94.3) და ონლაინ ფლატფორმებზე ბექა გოჩიაშვილის და მაიკ მიტჩელის იმპროვიზაცია გავიდა, რომელსაც მუსიკოსმა მიშო ურუშაძემ უმასპინძლა. 

მსგავსი პერფორმანსი საქართველოს რადიოსივრცეში პირველად გაიმართა, ის რადიო GIPA-ს ოფიციალური პარტნიორის, NPR-ის ერთ-ერთი პროექტის, Tiny Desk Concert გამოცდილების გაზიარების შედეგად ხორციელდება. 

ბექა გოჩიაშვილმა 3 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. ის 13 წლის ასაკში ჩაირიცხა ჯულიარდის სკოლაში, ნიუ-იორკში და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ჩიკ კორეა, სტენლი კლარკი, ლენი ვაითი - ეს იმ ვირტუოზი არტისტების მცირე ჩამონათვალია, ვისთან ერთადაც ბექას უმუშავია.

მაიკ მიტჩელი, იგივე Blaque Dynamite, ამერიკელი მუსიკოსია, რომელმაც პირველად მუსიკა ცოცხლად  7 წლის ასაკში ჩაწერა. მას ყველა დროის ყველაზე გავლენიან ჯაზმენთან, ჰერბი ჰენკოკთან მუშაობის გამოცდილება აქვს. 

მაიკ მიტჩელი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ცოცხალი ლეგენდის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ბექას და მაიკის მეგობრობა. მას შემდეგ მათ არაერთი ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოში.

ამ ეტაპზე ისინი ერთიან ალბომზე - Basement Membrane - Punk Funk - მუშაობენ მუსიკოს მიშო ურუშაძესთან ერთად.

ნახეთ/მოისმინეთ მათი ცოცხალი შესრულება რადიო GIPA-ს შემდეგ პლატფორმებზე:

Facebook  

Youtube 

Soundcloud

 

 

ფოტო: Radio Gipa