„ბრუნტეტი-დაბრუნება“ - მოგზაურობა 5 წლის Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში

თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და “სტოკტონის” თანამშრომლობის ფარგლებში 5, 6, 7 თებერვალს თეატრ ჰარაკში, 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში მუსიკალური სპექტაკლი „ბრუნტეტი-დაბრუნება“ გაიმართება. სპექტაკლი, რომელიც 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ბავშვობის წარმოსახვით სამყაროში გვამოგზაურებს და ბრუნტეტზე, მის მცხოვრებლებსა და მთავარი მოქმედი გმირის გონებაში დალექილ საინტერესო თემებზე გვიამბობს, თავად Kordz-ის მიერვე 2021 წელს შექმნილ ნაწარმოებზე - „1999“-ზეა დაფუძნებული და ჰოლანდიური ანსამბლის, “Kluster 5”-ისთვის შეიქმნა.

გარდა Kordz-ისა და ჰოლანდიური ანსამბლის, “Kluster 5”-ისა სპექტაკლში, რომლის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკის გუნდმა“ და რეჟისორმა სანდრო კალანდაძემ იმუშავეს, მონაწილეობენ მსახიობები: ანასტასია ჭანტურაია, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე და თემო რეხვიაშვილი.

ბილეთების წინასწარი გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დღეიდან, 25 იანვრიდან დაიწყება და 3 დღის განმავლობაში 15%-იანი ფასდაკლებით  ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის. 28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი. ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისის ერთგულის ბარათებზე.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი