Cap-Eden-Roc - გლამურული სასტუმრო 150-წლიანი ისტორიით

მსოფლიოში ცოტა ადგილი აღმოჩენილა ფოტოგრაფების ობიექტივში ისე ხშირად, როგორც საფრანგეთის ქალაქ ანტიბში მდებარე სასტუმრო Cap-Eden-Roc-ის აუზი, რომელიც კლდის პირასაა და იქმნება ოპტიკური ილუზია, რომ აუზი ოკეანეს უერთდება. 

 

 

თუმცა Cap-Eden-Roc ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მდიდრული სასტუმრო შთამბეჭდავი აუზით. სწორედ მის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს ალექსანდრა კემპბელის წიგნი, რომელიც სასტუმროს 150-წლიან ფოტოისტორიას გვიზიარებს და საინტერესო ამბებს გვიყვება.

 

 

როგორც ირკვევა, სასტუმროს გახსნის დღიდან სტუმრობდნენ განსაკუთრებული სტუმრები, წიგნში წააწყდებით ერნესტ ჰემინგუეის ფოტოს, რომელიც 1870 წელსაა გადაღებული. Cap-Eden-Roc-ში სხვადასხვა დროს ისვენებდნენ მარლენ დიტრიხი, ელა ფიცჯერალდი, პაბლო პიკასო და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.

 

 

1923 წლიდან სასტუმროს აქტიური სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. 

 

 

სასტუმრო იდეალური ადგილია მდიდრული, უცნაური ახირებების ასასრულებლად, მაგალითად, 1938 წლის ზაფხულში მარსი განსაკუთრებულად აქტიური იყო და უცნაურად ანათებდა, რამაც სასტუმროში წვეულების გამართვის იდეა წარმოშვა. წვეულებას “ფატალური ღამე” ერქვა. მას ესწრებოდა ეველინ უოლშ მაკკლეინი, “დაწყევლილი” 45-კარატიანი ბრილიანტის მფლობელი. რადგან წვეულებას "ფატალური ღამე" ერქვა, მაკკლეინმა ბრილიანტი მოიხსნა და სტუმრებს მასზე შეხების უფლება მისცა.  საღამო, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა ეს წვეულება, სხვა მრავალთან ერთად, სასტუმროს ისტორიაში შევიდა.

 

 

Cap-Eden-Roc-ის დაარსებიდან მრავალი წელი გავიდა, მსოფლიოში სხვა არანაკლებ გლამურული ადგილები არსებობს, თუმცა ანტიბში მდებარე სასტუმრო აქტუალობას არ კარგავს და ყველა გზა Cap-Eden-Roc-ში მიდის.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Vogue, Slim Aarons, The Times