დენიელ არშამის ინსტალაცია - Divided Layers მილანის დიზაინის კვირეულზე

დიზაინერმა დენიელ არშამმა სააბაზანოსა და სამზარეულოს დიზაინის ბრენდთან, Kohler-თან თანამშრომლობით შექმნა ინსტალაცია, რომელიც სამზარეულოს ნიჟარით არის შთაგონებული.

 


 

ინსტალაცია შვიდი თეთრი პანელისგან შედგება, რომლებიც ერთად გვირაბს ქმნიან, გვირაბში შემავალი პლატფორმა კი წყლითაა გარშემორტყმული. თეთრი პანელები აუზიდან წყალს აირეკლავს, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულ ჩრდილებს ქმნის. 


Divided Layers ბაროკოს დროინდელ სასახლესთან, Palazzo del Senato-სთან არის განთავსებული, ინსტალაციის თანამედროვე სტილი სრულ კონტრასტს ქმნის ისტორიულ შენობასთან. 


ინსტალაცია, რომელსაც აღწერენ, როგორც ნიჟარას, სადაც გავლაა შესაძლებელი, განასახიერებს არშამისა და Kohler-ის შარშანდელ კოლაბორაციას, 3D პრინტერით დაბეჭდილ ნიჟარას, რომელიც საინტერესო დიზაინთან ერთად ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. 


როგორც დიზაინერი აცხადებს, Divided Layers ერთგვარი პორტალივითაა, რომლითაც ერთი სამყაროდან მეორეში მოხვედრაა შესაძლებელი. 




ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Designboom, Dezeen