E.A. Shared Space-ში სოფი იუნგის გამოფენა გაიმართება

12 სექტემბერს E.A. Shared Space-ში, საქართველოში პირველად, ხელოვან სოფი იუნგის სოლო გამოფენა - "an opera in many stages, an ongoing act, a pack a pact"  გაიმართება. ლონდონსა და ბაზელში მცხოვრები ხელოვანი, რომელიც ნამუშევრებს ძირითადად სამ სხვადასხვა მედიუმში -  ტექსტი, სკულპტურა და პერფორმანსი - ქმნის, საქართველოში გასამართ გამოფენას სიმონ ვირსალაძის სახლ-მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით გვთავაზობს, რაც ქართული ნაციონალური ბალეტის საარქივო მასალის კვლევას მოიცავს.