ევროპული კაფსულების ახალი თავგადასავალი - მეამას ევროპული ფორმატის ყავა, უკვე არომატებით

ახალი წლის პერიოდი წარმოუდგენელია საჩუქრებისა და სიურპრიზების გარეშე - ეს ხომ ის დროა, როცა დიდი ხნის ჩაფიქრებული სურვილები რეალობად იქცევა ხოლმე. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და განსაკუთრებული ემოციებით დასამუხტად, მეამამ ყავის მოყვარულებს ამ ახალ წელსაც უამრავი საჩუქარი მოუმზადა. ერთ-ერთი საახალწლო სიახლე კი სპეციალურად ევროპული ფორმატის ყავის მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი.

მეამას ყავის ფავორიტი არომატები - ტყის თხილი, მაკაპუნო ქოქოსი, კარამელი და ვანილი - ევროპული ფორმატის კაფსულებსაც დაემატა. 

 

 

აქამდე არომატების აღმოჩენა მხოლოდ ამერიკული ფორმატის კაფსულებში იყო შესაძლებელი. მეამას არომატებმა დიდი მოცულობის ყავის მოყვარულებს მალევე შეაყვარა თავი. ესპრესოსა და ლუნგოს მოყვარულები მათ ფავორიტ ფორმატში დიდი ხანია ელოდნენ არომატების დამატებას, საახალწლოდ კი მეამამ ევროპული კაფსულების მომხმარებლების სურვილი რეალობად აქცია.

 

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული კაფსულებისთვის ახალი თავგადასავალი დაიწყო და ამის თანამონაწილე გახდება ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი ყოველდღიურობის არომატულ მეგზურად მეამას ევროპული ფორმატის ყავას ირჩევს. 

 

 

ესპრესო და ლუნგო გამორჩეულია ბლანტი სტრუქტურითა და დელიკატური ქაფით. სწორედ ამიტომ, არომატების დამატება ევროპული ფორმატის კაფსულებით მომზადებული ყავის გემოსა და არომატს კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს გახდის.  ყავის ახალი ნაზავები არაბიკას საუკეთესო  მარცვლებისაგან მზადდება. თითოეულ არომატს სრულყოფილი, დაბალანსებული გემო აქვს და მისი დაგემოვნებისას ყავის მოყვარულები ფავორიტი ფორმატის სრულიად ახლებურ გამოცდილებას მიიღებენ. 

 

 

არომატული კაფსულების დაგემოვნება შესაძლებელია მეამას ბრენდულ სივრცეებში, შეძენა კი კომპანიის გაყიდვის ყველა არხში - იქნება ეს მეამას სივრცე, ონლაინ მაღაზია თუ "მეამა ქოლექთი".