ფერადი სამაშველო კოშკურები ტომი კუაკის ობიექტივში

ნიუიორკელი ფოტოგრაფი ტომი კუაკი მაიამიში მდებარე ფერად სამაშველო კოშკებს 2019 წლიდან იღებს. სამაშველო კოშკურების სერია წარმოგვიდგენს მაიამის სანაპიროზე აღბეჭდილ კოშკურებს, რომელთაც მკვეთრი ფერები და არქიტექტურული მრავალფეროვნება გამოარჩევთ. სანაპიროს მინიმალისტურ ფონზე მდგომი კოშკურებს ფოტოსერიაში დამოუკიდებელ ნაგებობებად მოჩანს, რომელთაც ინდივიდუალური ხასიათი და სტილი აქვთ.

 

 

მაიამიში 1992 წელს დამანგრეველმა ქარიშხალმა "ენდრიუმ" სანაპიროების ინფრასტრუქტურა გაანადგურა, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაჩნდა ქალაქში ფერადი კოშკები, სტიქიის შემდეგ მცხოვრებთა გასამხიარულებლად.

 

 

მრავალი ჯილდოს მქონე სერიაში ფოტოგრაფი მაქსიამალურად ერთნაირად ცდილობს სხვადასხვა კოშკის აღბეჭდვას, ძირითადად ღრუბლიან ამინდში, როდესაც ზღვას და ცას გამოკვეთილი ფერები არ აქვს. ამ დროს, კოშკები კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება და მარტივდება მათი გამორჩეულობის ჩვენება. ტომი კუაკის სერიის დათვალიერება მის ფოტოალბომშია შესაძლებელი, რომელიც 42 სურათს აერთიანებს.

 

 

 

ფოტო: Tommy Kwak

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე