გაიყოლე ზაფხულის გემოები - ყავის და ჩაის ახალი კოქტეილები Meama Collect-ისგან

მეამა ქოლექთი დროთა განმავლობაში ადამიანებისთვის ცხოვრების იმ განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელიც წლის ნებისმიერ დროს უმასპინძლდება ყავისა და ჩაის მოყვარულებს. ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე ინგრედიენტებით მომზადებული სმუზები, ცივი და ცხელი ყავისა და ჩაის სასმელები, ალკოჰოლური კოქტეილები - მეამა ქოლექთი ჩვენს არომატულ ყოველდღიურობას ქმნისMeama Collect-ში უკვე ყავისა და ჩაის მოყვარულებს ახალი კოქტეილებისა და სასმელების დაგემოვნებაც შეუძლიათ. ახალი რეცეპტებით შექმნილ სასმელებს შორის ყველა იპოვის თავის საყვარელ გემოს

 

 

მნიშვნელობა არ აქვს ზაფხულს როგორ ატარებ, იწყებ დილას ვარჯიშით თუ საღამოს ბარში ერთობი მეგობრებთან ერთად, რადგან Meama Collect-ში ყველანაირ, ყავისა და ჩაის, ალკოჰოლურ თუ უალკოჰოლო, შოკოლადით, კარამელით და ხილით მომზადებულ, თუ ვიტამინებით სავსე სასმელს აღმოაჩენ.

 

 

ცხელი სეზონის დღეები, პირველ რიგში, მარწყვთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, მეამა ქოლექთის ახალ სასმელებს შორისაა ცივი და ცხელი მარწყვის ლატე, ეგზოტიკური ხილის მოყვარულები კი მენიუში კარკადეს სმუზს აღმოაჩენენ. გარდა ამისა, ახალ სასმელებს შორისაა: კენკრის ჩაი, ცივი კარამელის მაკიატო, სპირულინას სმუზი და ესპრესო მარტინი.

 

 

როგორც Meama Collect-ის ხელმძღვანელი გიორგი ედიბერიძე ამბობს, ახალი არომატები მომხმარებელთა მოთხოვნის მიხედვით შეიქმნა, სასმელებს კი აერთიანებს გამორჩეული გემო და განსაკუთრებული ვიზუალი

 

ჩვენი ერთგული მომხმარებლების გემოვნების გათვალისწინებით, გვსურდა შეგვექმნა ისეთი ახალი სასმელები, რომლებიც ახლოს იქნებოდა მეამა ქოლექთის ბუნებასთან. შესაბამისად, ახალი გემოების შექმნისას გავითვალისწინეთ ბუნებრიობა, სეზონურობა და, რა თქმა უნდაჯანსაღი პროდუქტები. ახალი გემოების შექმნა საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი პროცესია, შედეგად კი მივიღეთ უნიკალური გემოს სხვადასხვა კოქტეილი, თითოეული მათგანი სრულად პასუხობს ჩვენი მომხმარებლების სურვილებსა და მოთხოვნებს”.

 

 

საზაფხულოდ მეამა მომხმარებელს კიდევ მრავალ სიურპრიზს უმზადებს, მანამდე კი Meama Collect-ში მისული ნებისმიერი მსურველი შეძლებს უკვე საყვარელი სასმლის შეძენას და ახალი, საინტერესო არომატების აღმოჩენას