გიორგი დანიბეგაშვილი European Prize for Applied Arts-ის ფინალისტია

ქართველი ხელოვანი გიორგი დანიბეგაშვილი European Prize for Applied Arts-ის ფინალისტია. საკონკურსო სელექცია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა; მასში მონაწილეობდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 600-ზე მეტი ხელოვანი, ხოლო ფინალში 54-მა მათგანმა შეძლო გადასვლა. ფინალისტთა ნამუშევრების ექსპოზიცია 2021 წლის 12 დეკემბერს გაიმართა.




გიორგი დანიბეგაშვილის სერიიდან, სახელწოდებით „სამყაროს ბაღები“, (Gardens of the Universe) სამი ობიექტი ფინალურ ექსპოზიციაზე იქნება წარმოდგენილი.
სამყაროს ბაღები“ წრიული მოძრაობის ნაკადებს გამოხატავს, სადაც სპირალური ფორმის ობიექტებს მასში დაგროვილი სიცარიელე ქმნის. ზედაპირზე არეკლილი ფერადი ფორმების ნაკადით კი დენადი ვიბრაციები იქმნება, რაც მეტამორფოზის იდეით არის შთაგონებული. ფინალისტთა ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც დანიბეგაშვილის ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი, დეკემბერში ბელგიაში, ქალაქ მონსში, მონს ანსიენსის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. 






ავტორი : ანი შამათავა