გიორგი მაისურაძის რუბრიკა Hammock - დავით მესხი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Hammock Magazine-ის რუბრიკა 2022 წელს კვლავ ეთერშია. უკვე მეოთხე წელია რაც დილის შოუში ვაშუქებთ საინტერესო და აქტუალურ კულტურულ სიახლეებს, გაცნობთ თანამედროვე ქართველ არტისტებს, დიზაინერებს, არქიტექტორებს, რეჟისორებსა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. 2022 წლის Hammock-ის რუბრიკის პირველი სტუმარი, თანამედროვე ქართულ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფი დავით მესხი გახლავთ, რომლის გამოფენაც თბილისის ფოტოგრაფიისა მულტიმედიის მუზეუში გეოთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა.