Give Me Age - ანუშკა ჩხეიძის ვიდეო 8 არტისტის კომპილაციური ალბომიდან

22 ივნისს ანუშკა ჩხეიძის კომპოზიციის, Give Me Age-ის ვიდეო გამოქვეყნდა. კომპოზიცია CES Records-ის კომპილაციურ ალბომში -  Sleepers Poets Scientists Vol. 2-ში შედის. როგორც ანუშკა ჩხეიძემ აღნიშნა, ვიდეო ძალიან საინტერესო მეთოდით გადაიღეს. “ვიდეო ერთ ღამეში გადავიღეთ, შავ ფონზე, ავტორი ნიკა მაჩაიძეა. ვიდეოს თითოეული კადრი ცალ-ცალკეა გადაღებული, შემდეგ კი ერთადაა შეკრული, რაც იდეის დონეზე საკმაოდ რთულად ჟღერს, თუმცა გადაღების პროცესი საკმაოდ მარტივი იყო. რაც შეეხება კომპილაციას, ის რამდენიმე წლის წინ გამოსული ალბომის მეორე ნაწილია, რომელიც 9 მუსიკოსი ქალის კომპოზიციებს აერთიანებდა. 23 ივნისს სინგლი გამოვა, 8 ივლისიდან კი ალბომის შეძენა იქნება შესაძლებელი”.

 

 

Sleepers Poets Scientists Vol. 2-იც მუსიკოსი ქალების ნამუშევრებს აერთიანებს. ალბომში მოისმენთ ანუშკა ჩხეიძის, ნატალია ბერიძის, sTia-ს, თამო ნასიძის, თამთა გვარლიანის, ELY ANN-ის, ნაზი ჭავჭავაძისა და ნინა სიმონიშვილის კომპოზიციებს. კომპილაცია 8 ივლისს გამოვა, იქამდე კი ფირფიტა შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ. 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე