Gucci-ის 2020 წლის სადღესასწაულო კამპანია

Gucci-ის  2020 წლის სადღესასწაულო კამპანია საოფისე სივრცეში ოთხმოციანების პოპ-მუსიკის ფონზე მიმდინარეობს და  ოთხმოციანების სტილითაა შთაგონებული. 

Gucci Gift Giving Collection წელს სადღესასწაულო კამპანიისთვის საოფისე სივრცეში გადაღებულ კლიპს გვთავაზობს. თანამშრომლები მოუთმენლად ელიან სამსახურის დასასრულს და, როგორც კი საათის ისრები ხუთს ჩამოჰკრავს, ფერად სამოსში, Gucci-ისთვის დაახასიათებელ უნიკალურ სტილში გამოწყობილები მხიარულად აღნიშნავენ დღესასწაულს.

მონოტონური სამყარო უეცრად ფანტასტიკურით ჩანაცვლდება. ალესანდრო მიკელეს ვინტაჟური სტილი Gucci tennis 1977 sneaker-ებით კი კვლავაც თვალსაჩინოა.

სადღესასწაულო კამპანიასთან ერთად, Gucci ახალ ვიდეოთამაშსაც შემოგვთავაზებს, რომელიც Conga Master game-ითაა შთაგონებული.



ავტორი : მარიამ კალანდაძე