Gucci-მ და The North Face-მა თანამშრომლობით შექმნილი კიდევ ერთი ახალი კოლექცია წარადგინეს

გახმაურებული თანამშრომლობიდან ერთი წლის შემდეგ Gucci და The North Face ზამთრის კოლექციის შესაქმნელად კვლავ გაერთიანდნენ. 





2022 წლის კოლაბორაციის კოლექცია 70-იანი წლების სტილის სამთო სამოსის შთაგონებითაა შექმნილი და 126 ნივთს აერთიანებს. ყვავილოვანი და დათოვლილი ხეების პრინტები, გეომეტრიული პატერნები და The North Face-ს კლასიკად ქცეული დიდი ზომის ქურთუკები და კომბინეზონები, მაისურები და თბილი “ჰუდები” Gucci-ის მოდურ ესთეტიკას ატარებს. სამოსთან ერთად კოლექციაშია ასევე  ნაქსოვი შარფები, ქუდები და სალაშქრო ფეხსაცმელი.





ამჯერად კოლექცია ბრენდებმა მოულოდნელად, წინასწარი კამპანიის გარეშე გამოუშვეს. Gucci x The North Face 2022 უკვე ხელმისაწვდომია Gucci-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და შერჩეულ მაღაზიებში.

ფოტო: Gucci



ავტორი : მარიამ ქორიძე